რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 30ოქტომბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7139 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1514 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7110 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7060 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1340 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7130 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7060 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1440 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1300 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7120 ლარად, გაყიდვა კი - 2.7030 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1500 ლარად, გაყიდვას კი - 3.1300 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1400 ლარად, გაყიდვა კი 3.1050 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

BPN.GE