1762757931
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 10 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7065 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1293 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7070 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7030 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7070 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7020 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1340 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1220 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7070 ლარად, გაყიდვა კი - 2.7000 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1350 ლარად, გაყიდვას კი - 3.1250 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7050 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.0900 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
1762599540
1762841435
+25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება.ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
1762595340
აფხაზეთმა რუსეთში მანდარინის, ფეიხოას და ლიმონის ექსპორტი გაზარდაოქტომბერში ციტრუსის სეზონის დაწყებიდან აფხაზეთმა რუსეთში მანდარინის, ფეიხოას და ლიმონის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ TASS-ს დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტში განუცხადეს.კერძოდ, „ოქტომბრის დასაწყისიდან აფხაზეთიდან რუსეთში 2700 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 558 ტონით მეტია. ასევე, ექსპორტირებულია 136 ტონა ლიმონი, რაც 2024 წლის მოცულობაზე 93 ტონით მეტია. 2024 წლის ამავე პერიოდში აფხაზეთიდან რუსეთში 719 ტონა ფეიხოა გავიდა, მაშინ, როცა წლევანდელი მაჩვენებელი 819 ტონას შეადგენს.“თუმცა ხურმის ექსპორტი 6 ტონით შემცირდა და 122 ტონა შეადგინა.ხილი, ძირითადად, დიდი რაოდენობით, მძიმე სატვირთო მანქანებით გადის ექსპორტზე. ამასთან, აფხაზეთიდან რუსეთში 5 კგ-მდე წონის მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონისა და სხვა ციტრუსის ტრანსპორტირება უბაჟოა, ხოლო 5 კგ-ზე მეტი წონის, თუმცა არაუმეტეს 25 კგ-ის ტვირთის ხელბარგით ან საბარგულით გადატანა მხოლოდ ფიტოსანიტარიული (საკარანტინო) სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში არის დაშვებული.25 კგ-ზე მეტი წონის ხილბოსტნეულის პროდუქცია სავალდებულო დეკლარირებას და საბაჟო გადასახადებს ექვემდებარება. სერტიფიკატის გარეშე ციტრუსის პროდუქცია პირს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოერთმევა. ეს წესი 2014 წლის 21 ივლისს დადგენილი „მცენარეთა კარანტინის შესახებ“ ფედერალური კანონით განისაზღვრება და ტრანსპორტის ყველა სახეობაზე, მათ შორის, მატარებლებსა და ელექტრომატარებლებზე ვრცელდება.ცნობისთვის: აფხაზეთში ციტრუსი, ფეიხოა და ხურმა ოქტომბერში იწყებს დამწიფებას. ციტრუსის სეზონი ყველაზე დიდხანს გაზაფხულის დასაწყისამდე გრძელდება.bpn.ge
1762595147
„წლიურად 120-150 ტონამდე ქათმის ფეხებსა და კისერს ვაწარმოებთ - ალბათ, მოხდება ერთ ადგილას შეგროვება და ჩინეთში გატანა“ - ასოციაცია„როგორც ჩინეთიდან აქ შემოდის მხოლოდ ქათმის ფილე, ალბათ, ჩვენგან ჩინეთში გავა ფეხები, კისერი და ქათმის სხვა ნაწილები, რომელიც ჩვენთან ყველაზე დაბალ ფასად იყიდება“, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ჩინეთში ქათმის ხორცის ექსპორტი განახორციელოს.ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ქართველი ფერმერებისთვის კარგი იქნება, თუ იმ ნაწილებს, რაც საქართველოში ყველაზე იაფია და არც მოთხოვნაა, ჩინეთში კარგ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა გამოუჩნდება.„ჩინეთი არის საქართველოში ქათმის ხორცის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი. ქათმის ფილე რაც შემოდის, უდიდესი ნაწილი ჩინურია. 18 ათასი ტონაა შემოსულია მარტო ამ წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით საუბარი იქნება არა ქათმის ხორცზე, არამედ ქათმის ნაწილებზე. როგორც ჩინეთიდან აქ შემოდის მხოლოდ ქათმის ფილე და სხვა არაფერი, ალბათ, ჩვენგან ჩინეთში გავა ფეხები, კისერი და ქათმის სხვა ნაწილები, რომელიც ჩვენთვის, მაინც და მაინც, სახარბიელო არაა. საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად იყიდება ეს ნაწილები, შესაბამისად, ქართველი ფერმერებისთვის კარგი იქნება, თუ იმ ნაწილებს, რაც აქ ყველაზე იაფია და კარგად არ იყიდება, გამოუჩნდება პერსპექტივა, რომ კარგ ფასად ჩინეთში გაყიდონ“, - აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.ამასთანავე, ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქათმის ფეხებსა და კისერს მთიანი ქათმის წონის დაახლოებით 6-7% უკავია, აქედან გამომდინარე, რაოდენობა მცირე იქნება. ამ ფონზე უჩუმბეგაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, საექსპორტო პროდუქცია ერთ ადგილას შეგროვდეს და რომელიმე ექსპორტიორის მიერ ჩინეთში გატანა განხორციელდეს.„ქათმის ფეხები და კისერი სულ არის ქათმის მთლიანი ტან-ფეხის წონის დაახლოებით 6-7%. საკმაოდ მცირე რაოდენობა ფერმებისთვის, ალბათ, მოხდება ერთ ადგილას შეგროვება, გახდება ვინმე ექსპორტიორი ვინც გაიტანს. რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ის რაც იაფია სწრაფად, გარანტირებულად და ძვირად გაიყიდება“, - დასძინა მან.კითხვაზე, რა მოცულობის ქათმის ფეხებსა და კისერს აწარმოებს საქართველო მთელი წლის განმავლობაში, უჩუმბეგაშვილი პასუხობს, რომ დაახლოებით 120-150 ტონას.„დაახლოებით წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებს 24-25 ათას ტონა ქათმის ხორცს. დაახლოებით 120-150 ტონამდე გამოვა ფეხები და კისერი წლიურად. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივადაც მოვიხმართ პროდუქტს, ალბათ, სრულად ჩინეთში არ გავა. სამომავლო პერსპექტივისთვის თუნდაც ერთი დასახლების პროდუქციით ამხელა ბაზარზე შესვლა ცუდი არ არის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
1762323967
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში5 ნოემბერს, ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +21 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც უნალექო დღეა, +15 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
1762146389
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში3 ნოემბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც უნალექო დღეა, +17 ქნება დღისით, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში 7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.


