რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

დოლარი - ვალუტა

ეროვნული ბანკის მიერ 6 თებერვლის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6870 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1688 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6850 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6800 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1670 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6880 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6830 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1820 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1670 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6870 ლარად, გაყიდვა კი - 2.6820 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1750 ლარად, გაყიდვას კი - 3.1650 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1750 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.