1770618436
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 11 თებერვლის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6830 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1984 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6830 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6790 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1900 ლარად, გაყიდვა კი 3.1800 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6830 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6780 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1930 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1780 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6830 ლარად, გაყიდვა კი - 2.6780 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1950 ლარად, გაყიდვას კი - 3.1700 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6850 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1900 ლარად, გაყიდვა კი 3.1500 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.



