რა შეიცვალა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონში?

tsklis-resursebi

უახლოეს მომავალში, საქართველოში მდინარეთა სააუზო მართვის მოდელი დაინერგება, ამასთან, კვლავ ამოქმედდება წყალსარგებლობის სპეციალური სანებართვო რეჟიმი, რითაც, როგორც მთავრობაში ვარაუდობენ, წყლის რესურსების მართვა მეტად ეფექტიანი გახდება.

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ახალი რეგულაციებით, ასევე, გაიმიჯნება უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციები, პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება მდინარეთა აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების წესი, აღდგება მოსაკრებელი ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღებისთვის („ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპი).

კანონის ახალი ნორმები ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შევა. განმარტებით ბარათის მიხედვით, განხორციელებული ცვლილებები შეესაბამება ევროკავშირის წყლის კანონმდებლობას, ასახავს ევროკავშირის ძირითად დირექტივებს, მიდგომებსა და მოთხოვნებს.