1745909319
რა ჯდება AI-მოდელების გაწვრთნა?

ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე მოდელების გაწვრთნა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხარჯების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხშირად მიუწვდომელია, ცნობილია, რომ Google-მა თავისი მოდელის, Gemini 1.0 Ultra-ს დატრენინგებისთვის 192 მილიონი დოლარი დახარჯა — ეს წამყვან AI-მოდელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
AI-მოდელების დატრენინგების ღირებულება ძირითადად ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისებისა და რესურსების ქირაობის ფასით განისაზღვრება. კომპანიები ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად ათასობით სუპერკომპიუტერს ქირაობენ, რომლებიც კვირების განმავლობაში უწყვეტად მუშაობს. სწორედ ეს არის მათი ათობით და ზოგჯერ ასობით მილიონის ოდენობის ხარჯის მთავარი მიზეზი.
ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ჩინური DeepSeek-ის მოდელის, DeepSeek-V3-ის დატრენინგება, როგორც ამბობენ, 6 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, თუმცა ეს ღირებულება ბევრისთვის სადავო რჩება. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტენფორდისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების s1 მოდელის გაწვრთნა მხოლოდ 6 დოლარი დაჯდა.
Visual Capitalist-მა, 2025 წლის AI Index Report-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოგვთავაზა წამყვანი AI-მოდელების წვრთნის სავარაუდო ხარჯები – OpenAI-ის GPT-4-დან xAI-ის Grok-2-მდე:
1745843881

1745834825

1745913990
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ფრანგი ინფლუენსერები გაეცნენსაქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.
1745913644
დეპოზიტების კონვერტაცია და დოლარის დასუსტება - რა ამყარებს ლარს?Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის არსებული ტრენდის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს მარტის მსგავსად, აპრილშიც ექნება შესყიდები რეზერვების შესავსებად.როგორც ეკონომისტმა "საქმიან დილაში" განაცხდა, მარტში დეპოზიცების დოლარიზაციის კლება გაგრძელდა, რაც ნიშნავს, რომ კონვერტაციები კვლავ ხორციელდება. ლაშა ქავთარაძის თქმით, დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაციებთან ერთად, გარე ფაქტორმა - დოლარის დასუსტებამ იქონია პოზიტიური გავლენა ლარის კურსზე, რამაც სებ-ს რეზერვის შევსების შესაძლებლობა მისცა.„დეპოზიტები 11.3%-ითაა გაზრდილი, ოდნავ შენელებაა წინა თვესთან შედარებით და აქ აღსანიშნავია, რომ მარტში ისევ გაგრძელდა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება, 0.35 პროცენტული პუნქტით შემცირდა 52.8%-მდე. ეს ფაქტობრივად იმას მიანიშნებს, რომ კონვერტაციები კიდევ განხორციელდა და სწორედ კონვერტაცეიბის შედეგია ის, რომ ლარის კურსი მყარდება და ამაზე მეორე მხრივ გლობალური ფაქტორი მოქმედებს - როდესაც დოლარი დასუსტებულია გლობალურად, ეს პოზიტიურია ლარის კურსისთვის. სწორედ ამ ტრენდების გათვალისიწნებით იყო ის, რომ ლარის კურსი მყარდებოდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომ მარტში დაახლოებით 102 მლნ დოლარი შეესყიდა რეზერვების შესავსებად. ვფიქრობთ, რომ აპრილში მარტზე არანაკლები შესყიდვები იქნება. ამას 25 მაისისთვის გავიგებთ, თუ რა ტრანზაქციები განხორციელდა BMACH პლატფორმაზე. მთლიანობაში, ის რაც არის მიმდინარედ ლარის კურსზე, პოზიტიურია იმისთვის, რომ რეზერვები შეივსოს", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.BM.GE
1745907830
29 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 29 აპრილს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო/აღმოსავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; სანაპირო რაიონებში +12, +17°, მთაში ღამით -3, +2°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +11, +16°.აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +6, +11°; ზოგან +17°-მდე, მაღალ მთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5, ზოგან +10°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ- აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°. ღამით +5,სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +7 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით+7°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +7°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +7°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +9°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +3°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+8°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+5°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+6°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+6°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+3°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+2°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +6°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით+5 °.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით+4°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +6°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5, ღამით+2°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12, ღამით+3°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17, ღამით+4.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16, ღამით+6°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+5°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11, ღამით+5°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9, ღამით+4°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10, ღამით+3°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9 ღამით+3°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10, ღამით+3°.
1745734508
27 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აპრილს მოსალოდნელი ამინდი შემდეგია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +9, +14°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13°, დღისით +20°.
1745650980
თითების კაკუნი, ხმაურში მეტყველების აღქმას აადვილებს - მეცნიერებიექს-მარსელის უნივერსიტეტის ფრანგმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მაგიდაზე თითების მსუბუქად კაკუნმაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მეტყველების აღქმა ხმაურიან გარემოში - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.ექსპერიმენტების სერიამ აჩვენა, რომ სხეულის რიტმული მოძრაობები ეხმარება ტვინს უკეთ გამოყოს და დაამუშაოს მეტყველება, მაშინაც კი როცა ირგვლივ ბევრი უცხო ხმაა.კვლევაში მონაწილეობა მიიღო 24-დან 26 წლამდე ასაკის 100-ზე მეტმა ადამიანმა.