1745909319
დეპოზიტების კონვერტაცია და დოლარის დასუსტება - რა ამყარებს ლარს?

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის არსებული ტრენდის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს მარტის მსგავსად, აპრილშიც ექნება შესყიდები რეზერვების შესავსებად.
როგორც ეკონომისტმა "საქმიან დილაში" განაცხდა, მარტში დეპოზიცების დოლარიზაციის კლება გაგრძელდა, რაც ნიშნავს, რომ კონვერტაციები კვლავ ხორციელდება. ლაშა ქავთარაძის თქმით, დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაციებთან ერთად, გარე ფაქტორმა - დოლარის დასუსტებამ იქონია პოზიტიური გავლენა ლარის კურსზე, რამაც სებ-ს რეზერვის შევსების შესაძლებლობა მისცა.
„დეპოზიტები 11.3%-ითაა გაზრდილი, ოდნავ შენელებაა წინა თვესთან შედარებით და აქ აღსანიშნავია, რომ მარტში ისევ გაგრძელდა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება, 0.35 პროცენტული პუნქტით შემცირდა 52.8%-მდე. ეს ფაქტობრივად იმას მიანიშნებს, რომ კონვერტაციები კიდევ განხორციელდა და სწორედ კონვერტაცეიბის შედეგია ის, რომ ლარის კურსი მყარდება და ამაზე მეორე მხრივ გლობალური ფაქტორი მოქმედებს - როდესაც დოლარი დასუსტებულია გლობალურად, ეს პოზიტიურია ლარის კურსისთვის. სწორედ ამ ტრენდების გათვალისიწნებით იყო ის, რომ ლარის კურსი მყარდებოდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომ მარტში დაახლოებით 102 მლნ დოლარი შეესყიდა რეზერვების შესავსებად. ვფიქრობთ, რომ აპრილში მარტზე არანაკლები შესყიდვები იქნება. ამას 25 მაისისთვის გავიგებთ, თუ რა ტრანზაქციები განხორციელდა BMACH პლატფორმაზე. მთლიანობაში, ის რაც არის მიმდინარედ ლარის კურსზე, პოზიტიურია იმისთვის, რომ რეზერვები შეივსოს", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
BM.GE
1745843881

1745834825

1745933135
ChatGPT-ს ონლაინ-შოპინგის ფუნქცია დაემატებაOpenAI ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩათბოტ ChatGPT-ში შოპინგის ფუნქციის გასაშვებად ემზადება.ინფორმაციას გამოცემა Wired ავრცელებს, რომელმაც OpenAI-სგან ახალი ფუნქციის დემოვერსია მიიღო.კერძოდ, ChatGPT მომხმარებლებს პროდუქტებს მათი მოთხოვნისა და პრეფერენციების მიხედვით შესთავაზებს.ახალი ფუნქცია არარეგისტრირებული მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.თუმცა მყიდველები ChatGPT-ში ნივთების შეძენას ვერ შეძლებენ და ბოტი ტრანზაქციის დასასრულებლად მათ მოვაჭრის ვებგვერდზე გადაამისამართებს.პროდუქტის რეკომენდაციები ChatGPT-ის მიერ მომხმარებლის პრეფერენციების შესახებ ინფორმაციასა და ინტერნეტში მიმოხილვებს ეფუძნება. მაგალითად, თუ მომხმარებელი იტყვის, რომ მხოლოდ შავ ტანსაცმელს ატარებს, ChatGPT ამ ინფორმაციას თავის მეხსიერებაში შეინახავს და როცა მომხმარებელი ბოტს მაისურის ან პერანგის პოვნას სთხოვს, ის მას შესაბამის პროდუქტს შესთავაზებს.პროდუქტზე შეფასებებს ბოტი როგორც ონლაინ-ტექსტებიდან, ასევე, Reddit-ის მსგავსი ფორუმებიდან შეაგროვებს, ხოლო მომხმარებლები შეძლებენ, მიუთითონ, თუ რომელი ტიპის შეფასებას მიენიჭოს პრიორიტეტი.bpn.ge
1745920555
ჩინეთი 10 ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებსჩინეთის სახელმწიფო საბჭომ 10 ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა, რითაც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის ბირთვული ენერგია ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის მთავარი მიმართულებაა.ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.გეგმის თანახმად, ახალი რეაქტორების მშენებლობა ჩინეთს 200 მლრდ იუანი (დაახლოებით, 27 მლრდ დოლარი) დაუჯდება.უკვე მეოთხე წელია, რაც ჩინეთი, სულ მცირე, ათი ახალი რეაქტორის მშენებლობას ამტკიცებს. ამჟამად ქვეყანაში 30 რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც მსოფლიოში არსებული ყველა მშენებარე პროექტის, თითქმის, ნახევარია.არსებული პროგნოზით, ჩინეთი მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის აშშ-ს გაუსწრებს და მსოფლიოში ბირთვული ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი გახდება.ჩინეთის ელექტროენერგეტიკის საბჭოს მონაცემებით, წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ბირთვული ენერგიის სიმძლავრე, სავარაუდოდ, 65 გიგავატს მიაღწევს, მაშინ, როცა გასულ წელს მოცულობამ 60 გიგავატი შეადგინა.2040 წლისთვის ბირთვული ენერგიის მოცულობის 200 გიგავატამდე გაზრდა იგეგმება, რაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების, დაახლოებით, 10%-ია.წარმატების მთავარი ფაქტორი ხარჯის კონტროლია. კერძოდ, ჩინეთში ერთი რეაქტორის ღირებულება 2.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რაც აშშ-სა ან ევროპაზე მნიშვნელოვნად იაფია, სადაც მშენებლობა შეფერხებებსა და ბიუჯეტის გადაჭარბებას აწყდება.ამასთან, ჩინეთის უპირატესობა სამთავრობო მხარდაჭერაშია, რაც იაფ კრედიტსა და მიწოდების სტაბილურ ჯაჭვზე წვდომას უზრუნველყოფს. ეს შეფერხებების თავიდან აცილებას ხელს უწყობს და პროექტებს აიაფებს.BPN.GE
1745913990
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ფრანგი ინფლუენსერები გაეცნენსაქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.
1745913644
დეპოზიტების კონვერტაცია და დოლარის დასუსტება - რა ამყარებს ლარს?Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის არსებული ტრენდის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს მარტის მსგავსად, აპრილშიც ექნება შესყიდები რეზერვების შესავსებად.როგორც ეკონომისტმა "საქმიან დილაში" განაცხდა, მარტში დეპოზიცების დოლარიზაციის კლება გაგრძელდა, რაც ნიშნავს, რომ კონვერტაციები კვლავ ხორციელდება. ლაშა ქავთარაძის თქმით, დეპოზიტების დოლარიდან ლარში კონვერტაციებთან ერთად, გარე ფაქტორმა - დოლარის დასუსტებამ იქონია პოზიტიური გავლენა ლარის კურსზე, რამაც სებ-ს რეზერვის შევსების შესაძლებლობა მისცა.„დეპოზიტები 11.3%-ითაა გაზრდილი, ოდნავ შენელებაა წინა თვესთან შედარებით და აქ აღსანიშნავია, რომ მარტში ისევ გაგრძელდა დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება, 0.35 პროცენტული პუნქტით შემცირდა 52.8%-მდე. ეს ფაქტობრივად იმას მიანიშნებს, რომ კონვერტაციები კიდევ განხორციელდა და სწორედ კონვერტაცეიბის შედეგია ის, რომ ლარის კურსი მყარდება და ამაზე მეორე მხრივ გლობალური ფაქტორი მოქმედებს - როდესაც დოლარი დასუსტებულია გლობალურად, ეს პოზიტიურია ლარის კურსისთვის. სწორედ ამ ტრენდების გათვალისიწნებით იყო ის, რომ ლარის კურსი მყარდებოდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, რომ მარტში დაახლოებით 102 მლნ დოლარი შეესყიდა რეზერვების შესავსებად. ვფიქრობთ, რომ აპრილში მარტზე არანაკლები შესყიდვები იქნება. ამას 25 მაისისთვის გავიგებთ, თუ რა ტრანზაქციები განხორციელდა BMACH პლატფორმაზე. მთლიანობაში, ის რაც არის მიმდინარედ ლარის კურსზე, პოზიტიურია იმისთვის, რომ რეზერვები შეივსოს", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.BM.GE
1745907830
29 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 29 აპრილს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო/აღმოსავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +17, +22°; სანაპირო რაიონებში +12, +17°, მთაში ღამით -3, +2°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +11, +16°.აღმოსავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +6, +11°; ზოგან +17°-მდე, მაღალ მთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5, ზოგან +10°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ- აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°. ღამით +5,სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +7 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით+7°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +7°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +7°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +9°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +3°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+8°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით+5°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+6°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+6°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+3°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+2°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +6°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით+5 °.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით+4°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +6°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5, ღამით+2°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით 0°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12, ღამით+3°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17, ღამით+4.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16, ღამით+6°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+5°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11, ღამით+5°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9, ღამით+4°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10, ღამით+3°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9 ღამით+3°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10, ღამით+3°.