საქართველოს პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050

strategiis-gankhilva

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საჯარო განხილვაზე წარადგინა საქართველოს პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა.

დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი სათბურის აირების გაფრქვევის შესამცირებლად არსებულ შესაძლებლობებს მიმოიხილავს და იმ ნაბიჯებს გამოკვეთს, რომელიც უნდა გადაიდგას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში: ენერგეტიკაში, სამშენებლო სექტორში, ტრანსპორტში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ნარჩენების მართვაში, მიწათსარგებლობაში, ტყის მართვაში.

სტრატეგიის მთავარი მიზანია, 2050 წლისთვის, საქართველო გახდეს ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა. დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 აპრილს მიიღო მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მიდგომას კლიმატის პოლიტიკის ნაწილში და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.