„საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2025 წელს 10.0%-ით გაიზრდება“ – „გალთ ენდ თაგარტი“

ხელფასი

"ჩვენი პროგნოზით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.0%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 9.0%-ით 2026 წელს", - ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის" ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს, მედიანური თვიური ხელფასი წლიურად 7.6%-ით გაიზარდა (რეალური ზრდა 6.4%-ია) და 1,332 ლარი შეადგინა, რაც 32.4%-ით ნაკლებია საშუალო თვიურ ხელფასთან შედარებით.

„სექტორების მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მაღალი მედიანური თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა (2,128 ლარი, +13.3% წ/წ), სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (2,069 ლარი, +21.3% წ/წ), ინფორმაცია და კომუნიკაცია (1,983 ლარი, +1.2% წ/წ), მშენებლობა (1,943 ლარი, +7.3% წ/წ) და ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (1,919 ლარი, +13.1% წ/წ). ამასთან, 2024 წელს, ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება განათლების (969 ლარი, +16.0% წ/წ) და წყალმომარაგების (987 ლარი, +15.4% წ/წ) დარგებში“, - წერია „გალთ ენდ თაგარტის“ ანგარიშში.

წყარო: bpn.ge