თბილისში ბინების გაყიდვა შემცირებულია

binebis-kidva

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში 2022 წლის ივლისთან შედარებით, 4.7%-ით, წინა თვესთან შედარებით კი, 7.2%-ით ნაკლები, 3,656 ბინა გაიყიდა. შემცირებულია მეორადი ბაზრის გაყიდვები, ახალი პროექტების - 13.5%-ით და ძველის - 18.8%-ით. 13.9%-ით არის გაზრდილი გაყიდვები პირველად ბაზარზე.

Galt & Taggart-ის მონაცემების მიხედვით, გაყიდვები შემცირებულია ცენტრალურ უბნებში - ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა და გაზრდილია სამგორში, დიდ დიღომში, ნაძალადევში. ივნისთან შედარებით, ივლისში ფასები გაზრდილია 0.8%-ით. ფასების 2.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე და 4.6%-იანი შემცირება - მეორადი ბაზრის ახალ ბინებზე. 

გაყიდული ბინების მთლიანი ბაზრის მოცულობამ მიაღწია $256.3 მილიონს, რაც 14.5%-იანი წლიური ზრდაა. Galt & Taggart-ის ცნობით, ივლისში 3.4%-ით გაიზარდა უძრავი ქონების ყოველთვიური ქირა.