თბილისში სექტემბერში 3 545 ბინა გაიყიდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში

თბილისი

2024 წლის სექტემბერში თბილისში 3 545 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 12%-იან ზრდაზე მიანიშნებს. მონაცემებს „ქოლიერსი“ აქვეყნებს.

უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, სექტემბერში ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად შემცირდა. მაგალითისთვის, თუ წელს სექტემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასმა 1 015 დოლარი შეადგინა, 2023 წლის იმავე პერიოდში 1 094 დოლარი იყო.

ამასთან, სექტემბერში ახალი ბინების შემთხვევაში გაყიდვები 20%-ით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ, შემცირებულია ძველი პროექტების ტრანზაქციები - კვლევის თანახმად, კლებამ 6% შეადგინა.