ენერგოკომპანიებმა ელექტროენერგიის გამომუშავება გაზარდეს, გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც

ელექტროენერგია

ენერგოკომპანიებმა ელექტროენერგიის გამომუშავება გაზარდეს, გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარებაც.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.4%-ით 1, 411 გვტ/სთ-მდე გაიზარდა. საინვესტივიო ბანკის მონაცემებით, ჰიდროსადგურებმა წლიურად გამომუშავება 6.6 -ით გაზარდეს; ქარის სადგურებს კი მაჩვენებელი 14%-ით შეუმცირდა; თბოსადგურებს, მაისში ელექტროენერგია არ გამოუმუშავებიათ. ქვეყანა, მაისში 1,050 გვტ/სთ-ის ელექტროენერგია მოიხმარა, თითქმის 2%-ით მეტი ვიდრე გასულ წელს.

ამავდროულად კვლავ იზრდება საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, თუმცა წამყვანი ბაზარი მაინც თურქეთია, სადაც ელექტროენრგიაზე ფასების შემცირების გამო, საქართველოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები შეუმცირდა.

სულ საქართველოდან ექსპორტზე მაისში 319 გვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა.