10 უმსხვილესი ეკონომიკა მსოფლიოში - როგორია საქართველოს მაჩვენებელი

მსოფლიო ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, 2025 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და მშპ 30.34 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ და მეორე უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სხვაობა 10.8 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. კერძოდ, მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს და 19.53 ტრილიონ დოლარს უტოლდება.

მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკების ათეულში მესამე ადგილი 4.92 ტრილიონი დოლარის მოცულობით გერმანიას ერგო, მეოთხე ადგილზე კი იაპონიაა, რომლის ეკონომიკის მოცულობა 4.39 ტრილიონ დოლარს შეადგენს. რეიტინგში ხუთეულს ხურავს ინდოეთი, რომლის ეკონომიკაც 4.26 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა.

უმსხვილესი ეკონომიკების ათეულს შემდეგი ქვეყნები ავსებენ:

  • გაერთიანებული სამეფო - 3.73 ტრილიონი დოლარი;
  • საფრანგეთი - 3.28 3.73 ტრილიონი დოლარი;
  • იტალია - 2.46 3.73 ტრილიონი დოლარი;
  • კანადა - 2.33 3.73 ტრილიონი დოლარი;
  • ბრაზილია - 2.31 3.73 ტრილიონი დოლარი.

სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, რეიტინგში რუსეთი მე-11 ადგილზეა, მისი ეკონომიკის მოცულობა 2.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა თურქეთს აქვს და 1.46 ტრილიონს უტოლდება.

საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ღარიბი ქვეყანა სომხეთია, მისი ეკონომიკის მოცულობა 26.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მას მოსდევს საქართველო 35.9 მილიარდი დოლარით და აზერბაიჯანი 77 მილიარდი დოლარით.