ლითიუმის დანამატი ალცჰაიმერის წინააღმდეგ - მეხსიერების აღდგენის იმედი

ჯანდაცვა 1754902524
ალცჰაიმერი

ახალი კვლევის მიხედვით, ტვინში ლითიუმის ბუნებრივი მარაგების შევსებას ალცჰაიმერის პრევენცია ან პროგრესის უკუქცევა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას Nature აქვეყნებს.

სტატიაში წერია, რომ ცხოველებზე კვლევამ აჩვენა, რომ ლითიუმის გარკვეული ფორმები ებრძვიან ალცჰაიმერის დაავადების ნეიროლოგიურ ნიშნებს.

კვლევის ავტორები განსაკუთრებით გამოყოფენ ლითიუმის ოროტატს, რომელიც თაგვებში ტვინის დაზიანებებს ამსუბუქებს და მეხსიერებას აღადგენს, მაშინ როცა ლითიუმის კარბონატი მსგავსი ეფექტით არ გამოირჩეოდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ალცჰაიმერის დაავადება მსოფლიოში 55 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და ამჟამინდელი მკურნალობა დაავადების პროგრესს მხოლოდ ნაწილობრივ ანელებს. ახალი მეთოდის დადასტურების შემთხვევაში კი, მკვეთრად გაუმჯობესდება პაციენტების მდგომარეობა.

ცხოველების შემდეგ, კვლევების ჩატარება ახლა უკვე ადამიანებზე იგეგმება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ლითიუმი ელემენტია და არ ექვემდებარება პატენტირებას, მისი კომერციული ინტერესით განვითარება რთული იქნება, რაც შეიძლება აფერხებდეს მისი ფართოდ დანერგვას.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ლითიუმის უსაფრთხო, იაფი და ეფექტური დანამატი მომავალში დაეხმარება არა მხოლოდ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს, არამედ სხვა ნეიროგენეტიკურ და ფსიქიკურ დაავადებებშიც.