10 ქვეყანა, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

საწვავი

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევაში მონაწილეთაგან 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს.

რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ბენზინი ყველაზე ძვირი შემდეგ 10 ქვეყანაშია:
 
🔵 ჰონგ-კონგი (ჩინეთი) - 3.01 დოლარი

🔵 სინგაპური - 2.09 დოლარი

🔵 ფინეთი - 2.08 დოლარი

🔵 ნიდერლანდები - 2.06 დოლარი

🔵 შვეიცარია - 2.05 დოლარი

🔵 ალბანეთი - 2.05 დოლარი

🔵 დანია - 2.04 დოლარი

🔵 საბერძნეთი - 2.04 დოლარი

🔵 ურუგვაი - 2.01 დოლარი

🔵 ნორვეგია - 1.96 დოლარი

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია, ათეული ასე გამოიყურება:

🔵 ლიბია - 0.03 დოლარი

🔵 ეგვიპტე - 0.25 დოლარი

🔵 ალჟირი - 0.33 დოლარი

🔵 ქუვეითი - 0.34 დოლარი

🔵 მალაიზია - 0.43 დოლარი

🔵 ვენესუელა - 0.50 დოლარი

🔵 ყაზახეთი - 0.52 დოლარი

🔵 ბოლივია - 0.54 დოლარი

🔵 კატარი - 0.57 დოლარი

🔵 რუსეთი - 0.57 დოლარი.