1762153620
2 400-დან 4 100 ლარამდე - რა ჯდება წყლის, დენის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება?
                საქართველოში დენის, წყლის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება 2 400-4 100 ლარი უჯდება. თანხის მოცულობა განსხვავებულია იმის მიხედვით, ახალი აბონენტი თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) ხდები, თუ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირდება.
თუ წყლის ახალ აბონენტად რეგისტრაცია გსურთ, სასმელ წყალზე თვითმმართველ ქალაქებში 1000 ლარის გადახდა მოგიწევთ, სხვა მუნიციპალიტეტებში კი - 400 ლარის. რაც შეეხება წყალარინების საფასურს, თვითმმართველ ქალაქებში 1500 ლარი ღირს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 800 ლარი.
დენის ახალ ობიექტად მიერთების საფასური ყველგან ერთი და იგივეა და 800 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის აბონენტად რეგისტრაციას, თვითმმართველ ქალაქებში გადასახადი 800 ლარია, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ორჯერ ნაკლები ანუ 400 ლარი.
1762146389
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში3 ნოემბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც უნალექო დღეა, +17 ქნება დღისით, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში 7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
1761728092
Forbes-ის რეიტინგით, მოჰამედ ალაბარი, რომელიც საქართველოში $6.5 მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს უმდიდრეს არაბთა შორისააForbes-ის რეიტინგში, Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი, რომელიც საქართველოში $6.5 მილიარდიან ინვესტიციას ახორციელებს მსოფლიოს უმდიდრეს არაბ ადამიანებს შორისაა.სწორედ მოჰამედ ალაბარის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ Emaar Properties-მ, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა ააშენა. მან კომპანია 1997 წელს დააფუძნა, ხოლო 2000 წელს დუბაის საფონდო ბირჟაზე მისი აქციების საჯარო განთავსება განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ მან 2020 წელს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მისი მთავარი სიმდიდრის წყარო რჩება Americana Restaurants-ში მისი 33%-იანი წილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ცნობილი სწრაფი კვების ფრენჩაიზების მფლობელია.ალაბარის ბიზნეს ინტერესები აქ არ სრულდება. 2014 წელს მან აბუ-დაბიში დააარსა კომპანია Eagle Hills, რომელიც უკვე სამ კონტინენტზე, ათ ქვეყანაში ახორციელებს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას.გარდა ამისა, ბიზნესმენი ფლობს მნიშვნელოვან წილებს ელექტრონულ ვაჭრობის პლატფორმა Noon.com-ში და დუბაიში დაფუძნებულ ციფრულ ბანკში Zand Bank-ში.ალაბარის საქმიანობა მრავალფეროვან ინდუსტრიებს აერთიანებს, რაც მას გლობალურ ბიზნეს არენაზე დივერსიფიცირებულ და გავლენიან ინვესტორად აქცევს.ცნობისთვის, 2025 წლის Forbes-ის მსოფლიო მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდერების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 3,000-ს სიაში მოხვდა 3,028 ადამიანი, რაც 247-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გაიზარდა არა მხოლოდ მილიარდერების რაოდენობა, არამედ მათი საერთო ქონებაც, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია — ჯამში 16.1 ტრილიონი დოლარი, რაც თითქმის 2 ტრილიონით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.მილიარდელების რაოდენობის მიხედვით აშშ ლიდერობს 902 მილიარდერი, შემდეგ მოდის ჩინეთი (516, ჰონგ-კონგის ჩათვლით) და ინდოეთი (205). რეიტინგის შედგენისას Forbes-მა იხელმძღვანელა 2025 წლის 7 მარტის საფონდო ფასებითა და ვალუტის კურსებით.MENA რეგიონის რვა ქვეყანაში საერთო ჯამში ცხოვრობს 38 არაბი მილიარდერი, რომელთა ქონება შეადგენს 128.4 მილიარდ აშშ დოლარს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როცა სიაში მხოლოდ 20 არაბი მილიარდერი იყო საერთო 53.7 მილიარდი დოლარით.საუდის არაბეთმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ წელს Forbes-ის გლობალურ მილიარდერთა სიაში დაბრუნება შეძლო | სიაში მოხვდა 15 საუდელი მილიარდერი, რომელთაგან 14 ახალია. მათი სიმდიდრე ძირითადად იმ კომპანიებში წილზე მოდის, რომლებიც საუდის ბირჟაზეა ჩამოთვლილი. IPO-ების ზრდამ COVID-ის შემდეგ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი ქონება.პრინცი ალვალიდ ბინ ტალალ ალ საუდი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი არაბია.ეს ინფორმაცია წარმოადგენს Forbes-ის 39-ე ყოველწლიური მსოფლიო მილიარდერთა ნაწილს, სადაც არაბთა სია მოიცავს არაბული წარმოშობის მილიარდერებს, რომლებიც ცხოვრობენ არაბულენოვან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში.
1761469020
ჩეხეთში ოჯახებს, რომლებიც საკუთარ მოხუცს სახლში მოუვლიან, სახელმწიფო ხელფასს გადაუხდისმსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა მოსახლეობის დაბერების პრობლემას აწყდება - ხანდაზმული ადამიანების წილი მუდმივად იზრდება. მათგან ბევრს კვალიფიციური მოვლა სჭირდებათ, რის გამოც მოხუცები მოხუცთა თავშესაფრებში ხვდებიან. იმის გამო, რომ მსოფლიოში ხანდაზმულთა რაოდენობა იზრდება, ასეთ დაწესებულებებს სამედიცინო პერსონალი აღარ ჰყოფნით.როგორც „ევროპულსი“ წერს, ჩეხეთმა ამ პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზა იპოვა - ამიერიდან, თუ ხანდაზმულ ახლობელზე ოჯახის წევრი იზრუნებს, არ მოხვდება ეს ადამიანი მოხუცთა სახლში, სახელმწიფო მას ფიქსირებულ ხელფასს გადაუხდის. მსგავსი კომპენსაციები უკვე ენიჭებათ ნაშვილები ბავშვების მშობლებსაც.გარდა ამისა, შეიქმნება ამბულატორიული მოვლის სამსახური, რომელიც ავადმყოფ მოხუცებთან სახლში მივა.იმის გამო, რომ ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანთა რიცხვი იზრდება, ჩეხეთის ხარჯები ამ მიმართულებით ბოლო ათწლეულში ორჯერ და მეტად არის გაზრდილი.
1761378600
მუზეუმების 8 ყველაზე ძვირადღირებული და გახმაურებული ძარცვარამდენიმე დღის წინ, პარიზის ლუვრი გაქურდეს. სამმა ადამიანმა რვა ძვირფასი ნივთის მოპარვას 7 წუთი მოანდომა. ზარალის ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა, როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნივთები „შეუფასებელია“. მოპარულ ნივთებს შორისაა: იმპერატრიცა ეუხენიას დიადემა, დეკორატიული ბაფთა და ბროში, ნაპოლეონის ზურმუხტისფერი საქორწინო საჩუქრების ნაკრების ნაწილები, ასევე საფირონის დიადემა, ყელსაბამი და საყურე.ქურდობა ლუვრში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულია, თუმცა ისტორიას ახსოვს მრავალი მსგავსი ფაქტიც, რომელთა ნაწილიც არც ისე შორეულ წარსულში მომხდარა.გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: ბრილიანტების ქურდობა „მწვანე საცავიდან“ 2019 წელს, დრეზდენის სასახლის „მწვანე საცავიდან“ დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების ხელოვნების ნიმუშები და სამკაულები მოიპარეს. სხვა ნივთებთან ერთად, ქურდებმა ბრილიანტების კომპლექტები წაიღეს. სამკაულების უმეტესობა 2022 წელს იპოვეს, თუმცა ნაწილი უკვალოდ დაიკარგა. დამნაშავეები 2023 წელს გაასამართლეს. ბროში დოჟების სასახლიდან დოჟების სასახლის მუზეუმის დაცვამ ვერ შეძლო რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების საყურეებისა და ბროშის ქურდობის თავიდან აცილება. ქურდებმა სიგნალიზაციის დროებით გამორთვა და ქურდობის ჩადენა სულ რაღაც 60 წამში მოახერხეს. დანაშაული გამოიძიეს, თუმცა ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ვერ იპოვეს. „ინდოეთის ვარსკვლავი“ მე-17 საუკუნეში ცეილონში აღმოჩენილი 563.35-კარატიანი საფირონი „ინდოეთის ვარსკვლავი“ ამჟამად ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება. თუმცა, 1964 წელს, ფასდაუდებელი ქვა და სხვა ექსპონატები საგამოფენო დარბაზიდან მოიპარეს. ქურდები შენობაში ღია ფანჯრიდან სახანძრო კიბეებით შევიდნენ. მათ ვიტრინები შუშის საჭრელით გახსნეს და ქვები ჩანთაში ჩაყარეს. ქურდები ორი დღის შემდეგ დააკავეს, მოპარული სამკაულების უმეტესი ნაწილი კი მაიამის ავტობუსების ტერმინალის კარადებში იპოვეს. ჰერცოგინია ჰილდას დიადემა 2017 წელს, გერმანიის ქალაქ კარლსრუეს ეროვნული მუზეუმიდან 367 ბრილიანტით მორთული და 1.31 მილიონ დოლარად შეფასებული დიადემა მოიპარეს. ის მუზეუმის სატახტო ოთახში ჩაკეტილი ვიტრინიდან გაქრა. ნივთი, რომელიც ბადენის უკანასკნელ დიდ ჰერცოგინიას, პრინცესა ჰილდა ფონ ბადენს ეკუთვნოდა, მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. დიადემა არასოდეს უპოვიათ. ათასწლეულების სამკაულები eBay-ზე 2023 წელს ბრიტანეთის მუზეუმმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების დარღვევის გამო საწყობიდან ფასდაუდებელი არტეფაქტები მოიპარეს. მოპარულ ნივთებს შორის იყო ძვ. წ. XV საუკუნიდან ახ. წ. XIX საუკუნემდე მინისა და ძვირფასი ქვების ოქროს სამკაულები.მედიის ცნობით, ქურდი იყო პიტერ ჯონ ჰიგსი, ბრიტანეთის მუზეუმის 30-წლიანი ვეტერანი, რომელიც სიძველეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოპარული ნივთების ნაწილი შემდგომში eBay-ზე ძალიან დაბალ ფასებში განთავსდა. მაგალითად, მოჩუქურთმებული ორნამენტის ფრაგმენტი 40 ფუნტ სტერლინგად (50 დოლარი) გაიყიდა, თუმცა მისი რეალური ღირებულება 50 000 ფუნტ სტერლინგამდე (65 000 დოლარი) მერყეობდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება მილიონობით ფუნტს შეადგენს, რომელთაგან ზოგიერთი არასდროს უპოვიათ. ფარაონის სამაჯური\ მიმდინარე წლის სექტემბერში, კაიროში, ეგვიპტის ეროვნული მუზეუმის რესტავრაციის განყოფილებიდან გაუჩინარდა ოქროს სამაჯური, რომელიც ფარაონ ამენემოპეტს ეკუთვნოდა. ნივთი დაახლოებით 3000 წლისაა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქურდობაში კულტურული დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა, რომელმაც ნივთი 9 სექტემბერს მოიპარა. მან 600-გრამიანი სამაჯური საიუველირო მაღაზიის მფლობელს 180 000 ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა, ამ უკანასკნელმა კი ნივთი გადაადნო. ბრინჯაოს ხანის სამკაულები უელსიდან ქურდობის ერთ-ერთი უახლესი ფაქტი ოქტომბრის დასაწყისში უელსის შტატის ქალაქ კარდიფში, წმინდა ფაგანსის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში მოხდა. ორმა ქურდმა ბრინჯაოს ხანით დათარიღებული ოქროს ნივთები მოიპარა. ქურდები დააკავეს. ვიკინგების ეპოქის 400 ნივთი 2017 წელს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში, უნივერსიტეტის მუზეუმიდან ვიკინგების ეპოქის 400 არტეფაქტი გაქრა. მუზეუმის დირექტორმა ინციდენტს „მისი 200-წლიანი ისტორიის ყველაზე საშინელი მოვლენა“ უწოდა. მოპარული ნივთების უმეტესობა პატარა ლითონის ნივთები და სამკაულები იყო. ქურდები მუზეუმის მეშვიდე სართულზე მდებარე შენობაში ფასადზე არსებული ხარაჩოების გამოყენებით შევიდნენ. დანაშაული დღემდე გაუხსნელია.
1761374880
როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად: 4 მთავარი რჩევაქართველი ტურისტების უმრავლესობისთვის ახალი ადგილების მონახულების სურვილი ხშირად ფინანსურ დაბრკოლებებს უკავშირდება. სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოები ოცნებისკენ გვიბიძგებს, თუმცა ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ უცხოეთში მოგზაურობა აუცილებლად დიდ დანახარჯს ნიშნავს, ამ სურვილს ხშირად განუხორციელებელს ტოვებს.რეალურად, მოგზაურობა გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი ხდება, როდესაც მას სტრატეგიულად ვუდგებით. ამ პროცესში მთავარია ფრენების ნახვა ონლაინდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენება. წინამდებარე სტატია გაგაცნობთ პრაქტიკულ გზებს, რომლებიც იაფი ავიაბილეთების მოძიებაში დაგეხმარებათ და თქვენს სამოგზაურო გეგმებს რეალობად აქცევს.რჩევა #1: გამოიჩინეთ მოქნილობა დანიშნულების ადგილის არჩევისასბიუჯეტური მოგზაურობის ფუნდამენტური პრინციპი ხედვის შეცვლაა. იმის მაგივრად, რომ ბილეთი ეძებოთ კონკრეტულ, წინასწარ შერჩეულ ქალაქში (ვთქვათ, ბარსელონაში), გაცილებით უკეთესია გაარკვიოთ, თუ სად შეგიძლიათ გაფრენა ყველაზე დაბალ ფასად. ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ჩაფიქრებული მიმართულებები იმ მომენტში არსებულ საუკეთესო შეთავაზებებს არ ემთხვევა.გამოიყენეთ შებრუნებული მიდგომა: დაადგინეთ თქვენი ბიუჯეტის ზღვარი და ნახეთ, რომელი მიმართულებები ჯდება ამ ფინანსურ ჩარჩოში. შესაძლოა, ბარსელონაში გამგზავრება გსურდათ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ საოცრად იაფად შეგიძლიათ ესტუმროთ კრაკოვს, ვილნიუსს ან ათენს, რომლებიც არანაკლებ საინტერესოა. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ ფინანსებს დაგიზოგავთ, არამედ მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩენების შესაძლებლობას მოგცემთ.რჩევა #2: იყავით მოქნილები თარიღებთან მიმართებაშიავიაბილეთების ფასი მუდმივად ცვალებადია. გამგზავრების თარიღის თუნდაც ერთი ან ორი დღით გადაწევას შეუძლია ღირებულება მნიშვნელოვნად დააკლოს. როგორც წესი, ფრენა სამუშაო დღეებში (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი) უფრო იაფია, ვიდრე დასვენების დღეებში (პარასკევი, შაბათი, კვირა) ან სადღესასწაულო პერიოდებში.თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თარიღებში არ იყოთ შეზღუდული, გამოიყენეთ ფასების კალენდარი. ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ერთიანად ნახოთ მთელი თვის ფასები და ადვილად შეარჩიოთ ყველაზე ხელმისაწვდომი პერიოდი. დამატებით, გახსოვდეთ, რომ ხანდახან არაკომფორტული დროის რეისები (მაგალითად, გვიან ღამით ან განთიადისას) ასევე უფრო იაფი ჯდება.რჩევა #3: ყურადღება გაამახვილეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზესაქართველოდან, მით უმეტეს ქუთაისის აეროპორტიდან, რეისებს ასრულებს რამდენიმე დაბალტარიფიანი (Low-Cost) ავიაკომპანია (Wizz Air, Ryanair, Pegasus და ა.შ.). ისინი ეკონომიური მოგზაურობის მთავარი დამხმარეები არიან. როდესაც საკითხი ეხება ხელმისაწვდომ ფრენები-ს, სწორედ ეს კომპანიები გვთავაზობენ საუკეთესო შეთავაზებებს.მათი ბიზნეს მოდელი მარტივია: თქვენ იხდით მხოლოდ გადაფრენის საფასურს, ხოლო ყველა დამატებითი სერვისი, როგორიც არის რეგისტრირებული ბარგი ან ადგილის მითითება, ფასიანია. შესაბამისად, როდესაც ქუთაისიდან ფრენების ნახვა ონლაინ პროცედურას გადიხართ, უპირველესად სწორედ მათი შეთავაზებები უნდა განიხილოთ.რჩევა #4: იმგზავრეთ მსუბუქადეს რეკომენდაცია პირდაპირ კავშირშია წინასთან. დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები ჩასაბარებელ ბარგზე საკმაოდ მაღალ ფასს აწესებენ. თანხის დაზოგვის საუკეთესო გზაა, მიეჩვიოთ მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მგზავრობას, რომლის პარამეტრებიც ავიაკომპანიის უფასო ხელბარგის ნორმას შეესაბამება. დასაწყისში ეს შესაძლოა რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა სწორად ჩალაგების შემთხვევაში, მცირე ჩანთაშიც თავისუფლად ეტევა რამდენიმე დღის სამყოფი ნივთები. ეს არა მხოლოდ ფინანსებს დაგიზოგავთ, არამედ მგზავრობასაც გაგიმარტივებთ – ზედმეტი ბარგის ტარება აღარ მოგიწევთ.როგორ გავხადოთ ეს პროცესი მარტივი?ყველა ამ რეკომენდაციის ხელით შესრულება და სხვადასხვა საიტზე ფასების მუდმივი შედარება საკმაოდ დამღლელი და დროში გაწელილი პროცესია. საბედნიეროდ, არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც ამ ყველაფერს თქვენს მაგივრად, რამდენიმე წამში აკეთებს.ქართული პლატფორმა Frenebi ზუსტად ეკონომიური მოგზაურების მოთხოვნებზეა მორგებული და ყველა ზემოხსენებულ პრინციპს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.პლატფორმის ძირითადი ღირსება "ნებისმიერი მიმართულების" ფუნქციაა: თქვენ ირჩევთ გამგზავრების ქალაქს (მაგალითად, ქუთაისს), თქვენს ბიუჯეტს და პლატფორმა წამიერად გამოგიტანთ ყველა შესაძლო მიმართულებას, რომელიც თქვენს ფინანსურ ჩარჩოში ჯდება (რჩევა #1). ამავდროულად, თუ კონკრეტული დანიშნულების ადგილი გაინტერესებთ, ფასების კალენდარი გაძლევთ შესაძლებლობას, ნახოთ ფასები თვეების ჭრილში და იოლად იპოვოთ ყველაზე იაფი დღეები (რჩევა #2). სისტემა ფოკუსირებულია სწორედ იმ დაბალტარიფიან ავიაკომპანიებზე, რომლებიც ქართველ მომხმარებლებს ყველაზე ხელსაყრელ ფასებს სთავაზობენ (რჩევა #3).მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 200-250 ლარი. იმის მაგივრად, რომ ხელით დაიწყოთ ბილეთების ძებნა, თქვენ უბრალოდ შეგყავთ ეს მონაცემები პლატფორმაზე. შედეგად იღებთ ჩამონათვალს: შესაძლოა, ეს იყოს რომი, ვენა ან პრაღა... ყველა მათგანი თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება. როდესაც აღმოაჩენთ, რომ ორმხრივი ბილეთის ფასი სულ რაღაც 180 ლარია, გამგზავრების იდეა ოცნებიდან რეალობად იქცევა.ბიუჯეტური მგზავრობა სავსებით რეალურია. უმთავრესია, შეცვალოთ ძებნის მიდგომა და გამოიყენოთ სწორი ინსტრუმენტები. იყავით მოქნილები და მიეცით უფლება თქვენს ბიუჯეტს, თვითონ შემოგთავაზოთ შემდეგი თავგადასავალი. პლატფორმები, როგორიცაა Frenebi.com, ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და ამტკიცებს, რომ სამყაროს სანახავად სულაც არ არის საჭირო ათასობით ლარის დახარჯვა.



