1733738781
„2023 წელს, ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით სკოლა 5604 მოსწავლემ დატოვა“ - ომბუდსმენი
სახალხო დამცველის 2023 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2023 წელს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით 5604 მოსწავლემ სკოლა დატოვა.
ომბუდსმენი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 10430 მოსწავლეს. აქედან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წელს დამატებით, სკოლებიდან ამოირიცხა 2944 მოსწავლე, აქედან 233 მოსწავლე დონის დაძლევის საფუძვლით.
სკოლებიდან ამორიცხულ ბავშვებს შორის, ჯამში უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო – 165. გარდა ამისა, მოწოდებული ინფორმაციით, 27 მოსწავლე გარიცხეს სკოლიდან, რომელთაგან 14 იყო გოგო, ხოლო 13 ბიჭი.
ომბუსდმენის აპარატის შეფასებით, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“, „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“ ან „სხვა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების თუ დროებით ჩამოშორების მიზეზების თაობაზე რეალურ ინფორმაციას არ იძლევა.
1733902060
მეთიუ მილერი - ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებითაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა".შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“.„ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც ამ ადმინისტრაციას დარჩა და პოტენციურად ახალი ადმინისტრაციისთვისაც...როგორც იცით, ახალ პოტენციურ სანქციებზე არ ვილაპარაკებ, რომლებსაც საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ ან საქართველოში პირების წინააღმდეგ შემოვიღებთ. ჩვენ ცხადად ვთქვით, რომ ღრმა შეშფოთება გვაქვს მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ნახეთ [სახელმწიფო] მდივნის განცხადება გასულ კვირას, რომელმაც თქვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რათა საქართველო პასუხისმგებელი იყოს ამ ნაბიჯებისთვის - მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით. რაც შეეხება იმას, რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაელოდოთ მათ გამოცხადებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
1733834080
პარლამენტი დაზიანებული ფანჯრების შეცვლაში 45 812 ლარს დახარჯავსსაქართველოს პარლამენტი დაზიანებული მინების შეცვლაში 45 812 ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი შესყიდვის გამოცხადების მიზეზად პარლამენტი „2024 წლის 1-2 დეკემბრის განვითარებული მოვლენებს“ ასახელებს.„ხსენებულის საჭიროება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ 2024 წლის 1-2 დეკემბრის განვითარებული მოვლენების დროს, საქართველოს პარლამენტის სასახლის „A“, „B“ და „C” კორპუსების ფასადებზე და შიდა პერიმეტრზე დაზიანდა მეტალოპლასტმასის ფანჯრები, ჩაიმტვრა მინა-პაკეტები“, - აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტებში.დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დაზიანებების გამო „საქართველოს პარლამენტში სამუშაო პროცესის სრულფასოვნად და ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვით წარმართა შეუძლებელია“.
1733825883
რუსეთში სანტა კლაუსის უცხოეთის აგენტად აღიარებას ითხოვენ, რადგან ის „ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს“უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი მოითხოვს, რომ სანტა კლაუსი რუსეთში უცხოეთის აგენტად აღიარონ.რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მან უკვე მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურატურას.ბოროდინს მიაჩნია, რომ ბრენდად ქცეული პერსონაჟი პოპულარულია არამეგობრულ ქვეყნებში. სანტას აღიარების მაჩვენებელი 100%-ს უახლოვდება, ამავდროულად დასავლური შობის მთავარი სიმბოლო ცვლის რუსულ საახალწლო Деда Мороз-ს. მისი თქმით, ის ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს.
1733823502
ბეზოსის აზრით, მისი კოსმოსური კომპანია Amazon-ზე დიდი იქნებამსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის აზრით, მისი კოსმოსური კომპანია Blue Origin მომავალში იმდენად გაიზრდება, რომ ის მის მიერ დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გიგანტზე, Amazon-ზე დიდი იქნება.როგორც ბეზოსი აღნიშნავს, ამჟამად Blue Origin-ი კერძო საკუთრებაშია და ის სრულად მისი პირადი სახსრებით ფინანსდება. გარდა ამისა, კომპანია მოგებაზე ვერ გადის და მისი ბიზნესმოდელიც გაუმართავია, თუმცა ის ზრდის პოტენციალი, რომელიც Blue Origin-ს აქვს, ბეზოსს აძლევს საშუალებას, რომ მან ასეთი თამამი განაცხადი გააკეთოს.შედარებისთვის, Amazon-ის საბაზრო შეფასება 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის გლობალურ რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს. ბეზოსის მიერ 1994 წელს დაფუძნებული კომპანია იმდენად დიდია, რომ მისი კაპიტალიზაცია სახელმწიფოების უმეტესობის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას აჭარბებს.თუკი ბეზოსის პროგნოზი გამართლდება, მაშინ მომავალში Blue Origin-ის კაპიტალიზაცია მინიმუმ $2.4 ტრილიონი იქნება. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ თავად Amazon-ი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით AWS-ის განვითარების და ხელოვნური ინტელექტის დახმარების ფონზე.ამერიკელი მეწარმე იმასაც ამბობს, რომ კოსმოსის შესწავლა და ციური სხეულების დაპყრობა მისი ოცნება და გატაცებაა, რის გამოც ის Blue Origin-ის განვითარებაზე ძალ-ღონეს არ იშურებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ Blue Origin-ის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კონტრაქტორია, რომელიც ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომპანიას ერგო $3.4-მილიარდიანი კონტრაქტი, რომელიც Artemis V-ის მისიის ფარგლებში, 2029 წელს, მთვარეზე ადამიანებს დასვამს. ბოლო წლებში, Blue Origin-ი ყველაზე მნიშვნელოვან წამოწყებად იქცა თავად მისი დამფუძნებლისთვის, რაზედაც ისიც მიუთითებს, რომ ჯეფ ბეზოსმა სიეტლში ცხოვრებაზე უარი თქვა და საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა, რაც, როგორც თავად ახსნა, მშობლებთან და კეიპ-კანავერალის სადგურზე მდებარე Blue Origin-ის სადგურთან ახლოს ყოფნის საშუალებას მისცემს.მართალია, Blue Origin-ს ფართო საზოგადოებაში ისე არ იცნობენ, როგორც ილონ მასკის SpaceX-ს, თუმცა მას სატრაბახოდ ნამდვილად აქვს საქმე, რადგან სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს პირველი კომპანია, რომელიც მთვარის კოლონიზაციის მიმართულებით ქმედით ნაბიჯს გადადგამს.თუკი ბეზოსს დავუჯერებთ, სწორედ Blue Origin-ი იქნება ის კომპანია, რომელიც მზის სისტემის კოლონიზაციას შეძლებს და კაცობრიობას მულტიპლანეტარულ ცივილიზაციად აქცევს.ამ ეტაპზე, Blue Origin-ის ძირითად დანიშნულება NASA-ს კონტრაქტების აღსრულება და ტურისტული მიმართულებით საქმიანობაა, თუმცა, როგორც ბეზოსი აღნიშნავს, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში კომპანია კოსმოსის დაპყრობას შეძლებს.bm.ge
1733810346
10 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +12, +17°; მაღალ მთაში ღამით -7, -2°, დღისით +7, +12°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით +1, +6°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით0 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +8გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +9.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +18°, ღამით +9°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხ-აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+9°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხ-აღმოს. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +19°, ღამით+8°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიან. მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+11°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12, ღამით+2°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +18°, ღამით +11°.ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +19°, ღამით+9°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +15°, ღამით +3 .ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +17°, ღამით +1 °.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +1°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით 0 °.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -5°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -3ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +8°, ღამით -3°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით-3°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +10°, ღამით-3°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +4°, ღამით -2°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -5°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-5 °.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -5°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -1°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -5°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +1°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +1°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით 0 °.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობი მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით 0°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -1°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით+1°.