2024-ში უცხოეთში საქართველოდან 2.8 მლნ გასვლა აღირიცხა - სად იმოგზაურეს?

მოგზაურობა

2024 წლის განმავლობაში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში სულ 2.8 მილიონი გასვლა განახორციელეს, რაც წლიურად 1.4%-ით არის შემცირებული. ამ 2.8 მილიონ მოგზაურს შორის 15 წელზე უფროსი 2.2 მილიონი იყო, შესაბამისად მათ სტატისტიკა ვიზიტორად აღრიცხავს. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტორები წლიურად 0.1%-ით არის გაზრდილი.

რეზიდენტი ვიზიტორების ვიზიტები ორ კატეგორიად იყოფა, ესენია საექსკურსიო ვიზიტი და ტურისტული ვიზიტი. საექსკურსიო ვიზიტი არის ყველა ვიზიტი მათი დანიშნულების მიუხედავად, თუკი ვიზიტის ხანგრძლივობა 24 საათზე ნაკლებს შეადგენდა, ხოლო ტურისტული დანიშნულების ვიზიტია ყველა ვიზიტი, თუკი ვიზიტის ხანგრძლივობა 24 საათს აღემატებოდა. 2024 წელს სწორედ ამ კატეგორიის ვიზიტები გაიზარდა. 2.2 მილიონ რეზიდენტ ვიზიტებს შორის 785 ათასი ვიზიტის ხანგრძლივობა 24 საათზე ნაკლები იყო და საექსკურსიო ვიზიტს წარმოადგენდა, ხოლო ტურისტული ხასიათის ვიზიტი 1.46 მილიონს შეადგენდა, რაც წლიურად 7.7%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ თურქეთია, სადაც საქართველოს 15 წელზე უფროსმა რეზიდენტებმა 871 ათასი ვიზიტი განახორციელეს. ეს რაოდენობა წლიურად 14%-ით არის შემცირებული. მეორე პოზიციაზეა 425 ათასი ვიზიტით რუსეთის ფედერაცია, სადაც ვიზიტების მთლიანი რაოდენობა 46%-ით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქსტატის სტატისტიკაში წარმოდგენილი სტატისტიკა აღრიცხულია მხოლოდ რამდენიმე ქვეყნისთვის და ის მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას "სხვა ქვეყნების" ჯგუფს მიაკუთვნებს.

2024 წელს საქართველოდან განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

  • თურქეთი – 871,000 ვიზიტი (-14%)
  • რუსეთის ფედერაცია – 425,000 ვიზიტი (+46%)
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები – 379,000 ვიზიტი (+13%)
  • სომხეთი – 282,000 ვიზიტი (-19%)
  • აზერბაიჯანი – 50,000 ვიზიტი (+11%)
  • სხვა ქვეყნები – 321,000 ვიზიტი (+7%)

ხარჯები და ეკონომიკური გავლენა

2024 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 11.3 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1,008 ლარი იყო.

ხარჯების კატეგორიების მიხედვით:

  • საყიდლებზე – 38.1%
  • საკვებზე და სასმელზე – 27.0%
  • განთავსებაზე – 15.9%
  • ტრანსპორტზე – 11.0%
  • გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე – 4.1%

ვიზიტორების კმაყოფილება

ვიზიტორების 47.2% ძალიან კმაყოფილი დარჩა მათი მოგზაურობით, ხოლო 41.6% კმაყოფილი იყო. უკმაყოფილო ვიზიტორების წილი მინიმალურია – 0.9%.

ვიზიტების ძირითადი მიზნები

საზღვარგარეთ მოგზაურობის მთავარ მიზნებად გამოიკვეთა:

  • მეგობრებისა და ნათესავების მონახულება – 33.4%
  • საყიდლები – 33.1%
  • დასვენება, გართობა და რეკრეაცია – 18.6%
  • პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა – 10.4%
  • მკურნალობა და გაჯანსაღება – 2.2%