მასკი და რუბიო კაბინეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - NYT

მსოფლიო 1741429970
მასკი და რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თეთრი სახლის მილიარდერი მრჩეველი ილონ მასკი ხუთშაბათს, კაბინეტის სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. New York Times-ის ცნობით, მიზეზი საკადრო გადაწყვეტილებების საკითხი გახდა.

გამოცემის თანახმად, მასკმა, რომელსაც ტრამპმა დაავალა ფედერალური ბიუროკრატიის შემცირება, რუბიო დაადანაშაულა იმაში, რომ მან „არავინ“ გაათავისუფლა და წინააღმდეგობა გაუწია მასკის მოთხოვნას პერსონალის დიდ შემცირებაზე. რუბიომ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის 1500 თანამშრომელი ვადამდე ადრე გავიდა პენსიაზე. მან სარკასტულად ჰკითხა მასკს, სურდა თუ არა ხელახლა დაექირავებინა ყველა ეს ადამიანი მხოლოდ იმისთვის, რომ გაათავისუფლოს.

ტრამპმა უარყო ეს ინფორმაცია ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„ილონი მშვენივრად ეწყობა მარკოს და ორივე ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს“, - თქვა ტრამპმა.

Reuters-ის თანახმად, დაპირისპირება მოხდა შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მათ და არა მასკს, აქვთ საბოლოო სიტყვა მათი სააგენტოების დაკომპლექტებისა და პოლიტიკის შესახებ.