9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 475.9 მლნ ლარი გასცა

მთავრობა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2025 წლის 9 თვეში 475.888 მლნ ლარი დახარჯა. ეს კი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67.778 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 408.110 მლნ ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2025 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასული წლის 9 თვეში მათზე ჯამში 1.886 მლრდ-ს ხელფასები გაიცა, მიმდინარე წელს კი 2.210 მლრდ ლარი.

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.