A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება უნდა იყოს, სულ მცირე, 10 ათასი ლარი- ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

პირობითად, თსუში თუ არის 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს, სულ მცირე, 10 ათასი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ამის მიზანია, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი ბოლომდე მიუძღვნას სწავლებას და, ასევე, კვლევას.

„პირობითად, თუ არის თსუ-ში 2-3 ათასი A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს, მინიმუმ, 10 ათასი, რათა სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი ბოლომდე მიუძღვნას სწავლებას და, ასევე, კვლევას. ამას დაემატება საათობრივი პრინციპით დასაქმებული პედაგოგებიც, თუმცა მათ ექნებათ განსხვავებული დატვირთვა და სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს ექნებათ განსხვავებული დატვირთვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.