1736857473
აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია.
სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 226 721 ადამიანი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, საარსებო შემწეობა 439 394-მა პირმა მიიღო, შესაბამისად, ამ პერიოდიდან, ფულადი დახმარების მიმღებ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 14 718-ით გაიზარდა.
ამასთან, იანვრის თვის მონაცემებით, სოციალური შემწეობა 16 წლამდე ასაკის 231 208 ბავშვმა მიიღო.
1736929848
Lufthansa მგზავრებისთვის ეკო-გადასახადს აწესებსგერმანიის ეროვნულმა და ევროპის უდიდესმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ავიაბილეთებს ეკოლოგიური გადასახადი დაამატა. მგზავრებს, მარშრუტისა და ტარიფის მიხედვით, 1-დან 72 ევრომდე გადახდა მოუწევთ.ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.დამატებითი საფასური კონცერნის ყველა ავიაკომპანიის ფრენებს შეეხება. მათ შორის არის Austrian Airlines, Brussels Airlines, Lufthansa City Airlines, Discover Airlines, Eurowings, Lufthansa Cargo, Lufthansa Regional, Air Dolomiti, Lufthansa CityLine, Swiss International Air Lines და Edelweiss Air.ეკო-გადასახადი ვრცელდება რეისებზე ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან.თანხა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავებას მოხმარდება, რისი მიზანიც ატმოსფეროში ავიაციის მავნე ემისიების შემცირებაა. ავიაკომპანიამ მიზნად დაისახა, 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწიოს, ხოლო 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიები, 2019 წელთან შედარებით, გაანახევროს.ცნობისთვის: ევროკავშირში ავიაკომპანიები დაავალდებულეს, ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავზე თანდათან გადაერთონ. კერძოდ, წელს ეკოსაწვავის წილმა 2%, 2030 წლისთვის 6%, 2035 წლისთვის 20%, ხოლო 2050 წლისთვის 70% უნდა შეადგინოს. მაგალითად, გერმანულ კომპანია DHL Express-ს მიმდინარე წლიდან ბრიუსელის აეროპორტში თავისი თვითმფრინავები ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაჰყავს.
1736920320
15 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 15 იანვარს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასების მცირე ნაწილით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი და ნისლი. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10 +15°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -9, -4°, დღისით +4, +9°.აღმოსავლეთ საქართველოში - ზოგან წვიმა, მთაში თოვლი და ნისლი. ღამით დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, ზოგან -2°-მდე, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით +1, +6°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ჩრ-დას. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით+4°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღ. I ნახ. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +5°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღ. I ნახ. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +4°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღ. I ნახ. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +6 °.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+7°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +6 °.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +8 °.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღ. I ნახ. წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5 °.ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +7°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღ. I ნახ. თოვლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +3°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღ. I ნახ. თოვლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით -1°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღ. I ნახ. თოვლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -2°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წდღ. I ნახ. თოვლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -2°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5, ღამით°-5.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +1°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით0°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-1°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით-1°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მც. თოვლი და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -6°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მც. თოვლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +3°, ღამით-8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-3°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +7°, ღამით-2°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +8°, ღამით 0°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +6°, ღამით -6°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +2 °.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით+2 °.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით+2 °.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +1°.დედოფლისწყარო - დროგამოშ. ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით 0°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +3 °.
1736920140
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 15 იანვარს?თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებასაბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1736919420
გარიგება შედგა - "პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "ნაპოლის" 70 მილიონს გადაუხდის - ფაბრიციო რომანოამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, ფეხბურთელი ფრანგულ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.“ესეც ასე! პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას გასაფორმებლად შეთანხმება დაასრულა. გუშინდელი სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, ორ კლუბს შორის გარიგება დღეს შედგა.სატრანსფერო თანხა 70 მილიონი ევროა. კვარაცხელია პარიზში ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.ცნობისთვის "ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბის დატოვება სურს."ვითარება "კვარასთან" დაკავშირებით ასეთია – ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეზე. გასულ ზაფხულს პრეზიდენტს ვთხოვე, ზუსტად მცოდნოდა, ვინ რჩებოდა გუნდში. მოვითხოვე რამდენიმე ფეხბურთელის დატოვება, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაც იყო. ხვიჩამ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ითხოვა გაყიდვა და ახლაც იგივე სურვილი გამოთქვა. მე მას პირადად ვესაუბრე, მანაც დამიდასტურა – წასვლა სურს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კვარას არ სურს კონტრაქტის განახლება. იქნებ არც მე ვიყავი საკმარისად დამაჯერებელი, რათა მხარეების შეთანხმებაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დავაკავებ მათ, ვისაც დარჩენა არ უნდა,“ - განაცხადა მან.
1736838488
საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის ნიორი იყიდა - საიდან და რა ფასად შემოდის პროდუქტი, რომელიც 46%-ით გაძვირდასაქართველომ, 2024 წლის 11 თვეში 2.769 მლნ აშშ დოლარის (2 575 ტონა ) ნიორი იყიდა. რაც თანხობრივად 124%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო რაოდენობრივად 43%-ით. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 1.235 მლნ აშშ დოლარის (1 797 ტონა ) პროდუქტი შემოვიდა.შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ნიორი მეორე ადგილს იკავებს. პროდუქტის ფასი გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 46.27%-ით არის გაზრდილი.საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს იანვარ-ნოემბერში 1 კგ იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ღირებულება 1.07 დოლარი იყო, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდში, დაახლოებით 68 ცენტი. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე, საშუალო მაჩვენებლებით).რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2024 წლის 11 თვეში, პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, იმპორტიორებს შორის ლიდერი ჩინეთია, რომელზეც მთლიანი ნივრის იმპორტის 45% მოდის.უფრო კონკრეტულად: ჩინეთი - 1 152 ტონა (1.350 მლნ აშშ დოლარი) ყაზახეთი - 904.6 ტონა (1.017 მლნ აშშ დოლარი) ირანი - 343.7 ტონა (222.9 ათასი აშშ დოლარი) ყირგიზეთი - 109.5 ტონა (142 ათასი აშშ დოლარი) თურქეთი - 65.33 ტონა (36.7 ათასი აშშ დოლარი) ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 % იყო.