არცერთ უხარისხო პროექტს არ ჩავიბარებთ. მინდა, ეს ბიზნესმა კარგად გაიაზროს - ინფრასტრუქტურის მინისტრი

რევაზ სოხაძე

არცერთ უხარისხო პროექტს არ ჩავიბარებთმინდაეს ბიზნესმა კარგად გაიაზროს“, - ეს განცხადება საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობას ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი შეხვედრები, ვაცნობთ ჩვენს პოზიციას თუ რა იქნება სახელმწიფოს დამოკიდებულება თუ როგორი იქნება ჩვენი მიდგომები. რა თქმა უნდა, ისინი გვიზიარებენ თავის წუხილებს.

ჩვენ ნებისმიერ გონივრულ წინადადებასთან დაკავშირებით მზად ვართ, რომ ბიზნესთან ვითანამშრომლოთ, რადგან კარგად გვესმის, რომ ძლიერი ბიზნესი, ერთი მხრივ, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტი და მეორე მხრივ, ჩემთვის როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის მნიშვნელოვანია, ძლიერი კომპანიები არსებობდნენ საქართველოში, რომლებიც ჩვენს დაკვეთებს შეასრულებენ;

თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მაქსიმალურად აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე და არცერთ უხარისხო პროექტს არ ჩავიბარებთ. ეს გვინდა, ბიზნესმა კარგად გაიაზროს. დანარჩენი, ჩვენი მხრივ, ხელს შევუწყობთ მათ კიდევ უფრო გაძლიერებას და ზრდას; ამისთვის ყველა შესაბამის ნაბიჯს გადავდგამთ“, - განაცხადა მინისტრმა.