დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი იზრდება – ეპიდსიტუაცია ისევ რთულია

ვირუსი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 8,51%-ია.

გარდაიცვალა 32 პაციენტი.

დღიურად აიცრა 7 191 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 353 ადამიანი იმყოფება, რაც კოვიდ-საწოლების ნახევარია.

კლინიკურ სასტუმროებში 921 პაციენტია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილია რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთი ადამიანის მიერ დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობას გამოხატავს. ეს მაჩვენებელი წინა დღეებში 0,8 იყო (ანუ 10 ადამიანი 8 ადამიანს აინფიცირებდა), დღეს კი 1-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი ერთ პირს აინფიცირებს.