1758190780
EU-ს ქვეყნები, რომლებმაც ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმეს

ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 13 ქვეყანას აქვს გაუქმებული. მათ შორისაა ბელგია, ბულგარეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, რუმინეთი, გერმანია, შვედეთი და ჩეხეთი.
ჩეხეთის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გუშინ, 17 სექტემბერს გახდა. გერმანიის შესახებ კი საქართველოში გერმანიის საელჩომ bm.ge-ის განუცხადა, რომ მათთანაც ამოქმედებულია. ხოლო დანარჩენი ქვეყნების შესახებ გამოცემა Euroscope-მა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი არ არის მიღებული აქვთ, თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება დანარჩენ ქვეყნებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო. შედეგად ქართული დიპლომატიური პასპორტით შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს აეკრძალათ. ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა აისახოს. რომელი ქვეყნის კანონმდებლობაშიც უკვე ასახულია ეს ცვლილება, იმ ქვეყანაში ჩასასვლელად, ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებმა ვიზაზე განაცხადი უნდა შეიტანონ.
დიპლომატიური პასპორტების შეჩერება არ გვაფერხებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები კი ჩვეულებრივი პასპორტით ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას აგრძელებენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ შემდეგ ნაბიჯებს შორის ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის შეჩერებას განიხილავს.
1758177660

1758192533
ტრამპს კაპიტოლიუმის წინ ბიტკოინით ხელში ძეგლი დაუდგესამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, კრიპტოენთუზიასტებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძეგლი დაუდგეს.ოქროსფერი ქანდაკების სიმაღლე 3.7 მეტრს აღწევს და ხელგაშვერილ პრეზიდენტს გამოსახავს, რომელიც იღიმის და მაყურებელს ბიტკოინს სთავაზობს.როგორც ინსტალაციის ავტორები განმარტავენ, ამ ძეგლის დადგმით მათ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვა და იმ აზრის დაფიქსირება სურთ, რომ ბიტკოინი ფინანსური სამყაროს მომავალია და ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ამას კარგად აცნობიერებს.როგორც ცნობილია, პროექტის დამფინანსებლებს შორის კრიპტობირჟების ხელმძღვანელები და ის ინვესტორები არიან, რომლებმაც დონალდ ტრამპის პრო-კრიპტო პოლიტიკით დიდი ფინანსური სარგებელი მიიღეს.
1758190133
სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 ათასმა ადამიანმა იმგზავრა - „როსავიაცია“რუსეთის მიერ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 000-მა ადამიანმა იმგზავრა. ამის შესახებ “როსავიაციის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.„აქაც გვაქვს შედეგები: უპირველეს ყოვლისა ეს არის აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რომლითაც უკვე 70 000 მგზავრი იქნა გადაყვანილი,” - ამბობს იადროვი.მისი ცნობით, რუსეთს ამჟამად საჰაერო მიმოსვლა 38 ქვეყანასთან აქვს, რომელთა შორისაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსაც მოიხსენიებს.ცნობისთვის: ამჟამად რუსეთიდან სოხუმში ტრანსფერის გარეშე ჩაფრენა ქვეყნის რამდენიმე ქალაქიდან არის შესაძლებელი, როგორიც არის მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი, ხანტი-მანსი და სარატოვი. „პულკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირდაპირ რეისების დაწყების შემდეგ ბოლოს ამ სიას სანქტ-პეტერბურგიც დაემატა.რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 32 წლის შემდეგ 2025 წლის 1-ლი მაისიდან აღდგა. სოხუმში ამჟამად სანქცირებული ავიაკომპანიები, UVT Aero, „იკარი,” iFly და „რუსლაინი” დაფრინავენ. მათ შესაძლოა, Nordwind Airlines-იც დაემატოს. ყველა ამ ავიაკომპანიას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალება. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი,“ Скол და სხვ.უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
1758174665
18 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს დღის მეორე ნახევრამდე ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერისმასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. დღის პირველ ნახევარში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ძლიერი.სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.ბათუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.ქობულეთი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ქუთაისი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ზუგდიდი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ანაკლია: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ოზურგეთი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ონი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.გორი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +24°.ცხინვალი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.შესაძლებელია ნისლი. იქროლებს სამხრეთ- აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +23°.მარნეული: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ახალციხე: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°.ბორჯომი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: +25°.ბაკურიანი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +20°.სტეფანწმინდა: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +16°.თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
1758100490
რუსები საახალწლოდაც საქართველოს ირჩევენ - ქვეყანა პოპულარობით მეორე ადგილზეარუსების 24% საახალწლოდ საქართველოში, სომხეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გეგმავს დასვენებას, ხოლო 40%-ზე მეტი შიდა მიმართულებებს ირჩევს. ამის შესახებ მატარებლისა და ავიაბილეთების მოძიება-შეძენის სერვის “კუპიბილეტის” კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.გამოკითხვაში 1500-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.ამდენად, საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირა ქვეყნები პოპულარობით მეორე ადგილზეა, ხოლო სამეულს აზიის ქვეყნები, კერძოდ, ტაილანდი, ვიეტნამი და მალდივები ხურავს, სადაც საახალწლოდ რუსების 13%-ს სურს დასვენება.ამასთან, გამოკითხული რუსების, დაახლოებით, 50% მზად არის, მომავალი ახალი წლის მოგზაურობაში 100 000-დან 150 000 რუბლამდე (1200-დან 1800 დოლარამდე) დახარჯოს, ხოლო 42% 50 000 რუბლამდე (600 დოლარის) დახარჯვას გეგმავს. კვლევის თანახმად, მოგზაურთა უმრავლესობის ბიუჯეტი წინა წლების ანალოგიურია.ცნობისთვის: აფხაზეთში წლევანდელ ზაფხულს, გასულ წელთან შედარებით, რუსების დაჯავშნები ყველაზე მეტად, ანუ სამჯერ გაიზარდა. შემდეგი თურქეთის სასტუმროები და განსახლების ობიექტებია, რომლებსაც რუსები ორჯერ უფრო ხშირად ჯავშნიდნენ.პოსტსაბჭოთა სივრცეში წლევანდელ ზაფხულს ინტერესი, განსაკუთრებით, ყაზახეთში გაიზარდა, სადაც გასულ წელთან შედარებით დაჯავშნების 64%-იანი ზრდა დაფიქსირდა, შემდეგი 55%-ით სომხეთი, ხოლო საქართველო 37%-იანი ზრდით მესამე ადგილზეა. მოთხოვნის ზრდით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ყირგიზეთი (+27%), უზბეკეთი (+16%), საფრანგეთი (+21%), ესპანეთი (+15%) და იტალია (+5%).ამასთან, წლევანდელ ზაფხულს დასასვენებლად ტოპ 3-ეულის ყველაზე პოპულარულ უცხოურ მიმართულებას შორის ბელარუსი, თურქეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონი აფხაზეთია. მიზეზად რუსები კარგ სატრანსპორტო ხელმისაწვდომობასა და უვიზო მიმოსვლას ასახელებენ. 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებაში, ასევე, შედის საქართველო, ყაზახეთი, სომხეთი, ტაილანდი, იტალია, უზბეკეთი და ჩინეთი.საერთო ჯამში, წლევანდელ ზაფხულს რუსების მხრიდან საზღვარგარეთ სასტუმროების დაჯავშნების რაოდენობა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.bpn.ge
1758001380
16 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით შესაძლებელია ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°, ზოგან +22°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +15 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +18°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +18°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +7°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +10°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +12°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +8°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +14°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.