1789628336
ევროკავშირი პიცის ყუთებსა და საცხობ ქაღალდებს კრძალავს
ევროკავშირი პიცისა და ბურგერის ყუთებს, საცხობ ქაღალდს, სასმლის კონტეინერებსა და პოპკორნის ჭიქებს კრძალავს. ინიციატივის ავტორები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კონტეინერები შეიცავს პოლიფერმენტულ ფისებს (PFAS), რომელიც ცნობილია, როგორც „მუდმივი დამაბინძურებელი“.
ტერმინი მოიცავს დაახლოებით 10 000 სახის ქიმიკატს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა საქონლის წარმოებაში. მათ დაშლას ათასობით წელი სჭირდება. ეს ქიმიკატები გამოიყენება 1940-იანი წლებიდან და ამჟამად მათი პოვნა პრაქტიკულად ყველგანაა შესაძლებელი დედამიწაზე.
ადამიანებში ისინი იწვევენ ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ენდოკრინული და იმუნური სისტემების დარღვევა და ღვიძლის დაზიანება.
წყალგაუმტარი და ზეთგამძლე თვისებების გამო, PFAS ფართოდ გამოიყენება შესაფუთ მასალაში. შედეგად, ტოქსიკური ქიმიკატები შეიძლება შეფუთვიდან საკვებში მოხვდეს.
გადაწყვეტილება გამოწვეულია ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში შესაფუთი ნარჩენების 20%-ზე მეტი ზრდით, რაც განპირობებულია ონლაინ შოპინგის ზრდით.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ევროპული ქვეყნები თანდათანობით გააუქმებენ ერთჯერადი შეფუთვის ისეთ ფორმატებს, როგორიცაა ჩემოდნის შესაფუთი, სასტუმროს შამპუნის მინი ბოთლები, ერთჯერადი სოუსის პაკეტები და ზოგიერთი ახალი ხილისა და ბოსტნეულის პლასტმასის კონტეინერები.
გარდა ამისა, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა უნდა შეამცირონ ონლაინ შეკვეთების ყუთების წონა და ზომა, აღმოფხვრან არასაჭირო ფენები და ცარიელი სივრცე და ყველა შეფუთვა გადამუშავებადი გახადონ.



