ფილარმონიის რეაბილიტაციისთვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა

ფილარმონია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

პროექტის აღწერის თანახმად, უნდა მოხდეს შენობის შიდა და გარე სივრცეების, გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის სისტემის განახლება, ასევე დარბაზის შიდა სივრცის რეაბილიტაცია.

"შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით) და მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 04 ივლისისა", - ნათქვამია პროექტის აღწერაში.

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი 1971 წელს გაიხსნა.

bm.ge