გასულ წელს საქართველომ 1 410 ტონა ანანასი შეიძინა - სად ვყიდულობთ?

ანანასი

გასული წლის 11 თვეში საქართველომ 1.5 მლნ აშშ დოლარის 1 410 ტონა ანანასი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე თანხობრივად 13.5%-ით მეტია, რაოდენობრივად კი 1.2%-ით ნაკლები.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:

  • თურქეთი - 1.2 მლნ აშშ დოლარის 1 244 ტონა;
  • ნიდერლანდები - 264.4 ათასი აშშ დოლარის 154.4 ტონა;
  • სომხეთი - 11.9 ათასი აშშ დოლარის 11.4 ტონა;
  • გერმანია - 3.5 ათასი აშშ დოლარის 300 კგ.