გურიას სარეზერვო ფონდიდან 2,5 მლნ ლარი გამოეყო

თოვლი

გურიას სარეზერვო ფონდიდან 2,5 მლნ ლარი გამოეყო. კერძოდ, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.