მიხეილ ყაველაშვილმა 49 პირი შეიწყალა

ციხე

მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა.

შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 1 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.