„მთის დღეებზე“ 3.8 მლნ ლარი დაიხარჯება - სად ჩატარდება და რა ღონისძიებები იგეგმება

მთა

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონებში „მთის დღეები“ ჩატარდება. ღონისძიებების ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3.8 მლნ ლარი გამოიყოფა.

პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციისთვის აღნიშნული თანხა ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოყოს.

გთავაზობთ, „მთის დღეების“ ჩატარების ადგილებს, დაგეგმილ აქტივობებსა და განრიგს:

თუშეთი, ომალო - 13 ივლისი

  • 14:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - ეთნოგრაფიული-შემეცნებითი კუთხე კოლეჯი „აისი“-ის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
  • 14:00 - გასართობი პროგრამა ანიმატორების თანხლებით: სპორტული შეჯიბრებები, სამაგიდო თამაშები
  • 14:00 - DJ LEVI LOVE DISCO
  • 14:00 - თუშური დოღი
  • 15:00 - დოღის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია
  • 15:30 - დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 16:00 - ადგილობრივი ანსამბლი „კესელო“
  • 16:00 - მოწვეული შეფის მიერ მომზადებული თუშური კერძების თანამედროვე ვარიაციების დეგუსტაცია
  • 16:00 - თექის, კერამიკის და ხატვის გაკვეთილები
  • 16:00 - ყვავილების გვირგვინების დამზადება
  • 17:00 - ანსამბლი „ირიაო“
  • 18:00 - ჯგუფი „ფრანი“
  • 20:00 - სიმღერა კოცონთან: „ჩვენი კვარტეტი“

სვანეთი, უღვირის ტბა - 13 ივლისი

  • 14:00 - ადგილობრივი ანსამბლი „რიჰო“
  • 14:00 - ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 – საბავშვო და საყმაწვილო შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრები
  • 14:00 – ადგილობრივი ოჯახების სვანური, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
  • 15:00 – DJ გიგა პაპასკირი
  • 15:00 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 – ანსამბლი „შვიდკაცა“
  • 19:00 – ჯგუფი „რეზო და ბავშვები“
  • 20:00 - სიმღერა კოცონთან: კვარტეტი „ჰერიო“

ყაზბეგი, ელიას ტყის მიმდებარედ - 13 ივლისი

  • 14:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - საბავშვო აქტივობები და სპორტული შეჯიბრებები
  • 14:00 - DJ ROY FITZ
  • 14:00 - ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 15:00 - შეფ გიორგი მანჯავიძის მიერ კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 16:00 - დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ – „ამბავი საქართველოზე“
  • 19:40 – DJ ROY FITZ
  • 20:30 - სიმღერა კოცონთან: „სერენადა“

ხევსურეთი, შატილი - 13 ივლისი

  • 14:00 – DJ ლუკა სიორიძე
  • 14:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - ადგილობრივი მზარეულების მიერ მომზადებული კერძების დეგუსტაცია
  • 14:00 - შეფ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია
  • 14:00 - გასართობი თამაშები: ველოტური, მშვილდის სროლა, შეჯიბრებები
  • 15:00 - დოღი
  • 16:30 - დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 - ანსამბლი „გორდელა“
  • 19:00 - ზუკა ხუციშვილი და ბენდი
  • 20:00 - მთხრობელი კოცონთან - თაია ჭინჭარაული
  • 20:30 - სიმღერა კოცონთან: „კვარტეტი ჰარმონია“

გურია, ბახმარო - 20 ივლისი

  • 14:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - საბავშვო სივრცე: ანიმატორები, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა
  • 14:00 - ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 14:00 – DJ გიგა პაპასკირი
  • 15:00 - დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 17:00 - ანსამბლი „ჩვენებურები“
  • 18:00 - ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ-სპექტაკლი „უსახელო მებრძოლები“
  • 19:00 - ანსამბლი „ქართული ხმები“
  • 20:00 - სიმღერა კოცონთან: კვარტეტი „რანინა“

აჭარა, გოდერძი - 20 ივლისი

  • 14:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - ადგილობრივი მზარეულების კულინარიული ფესტივალი
  • 14:00 - სახალისო და სპორტული აქტივობები ანიმატორებთან ერთად
  • 14:00 - ცხენებით გასეირნება
  • 14:00 - ყვავილების გვირგვინების დამზადება
  • 14:00 - ხატვა და გაფერადება
  • 14:00 – DJ სანდრო ჯორბენიძე
  • 15:30 - ადგილობრივი მზარეულების მიერ ყველის ამოყვანის და აჭარული ხაჭაპურის მომზადება
  • 17:30 - დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 18:00 - ჯგუფი „რეგიონი“
  • 19:00 - სიმღერა კოცონთან: „თბილისური კვარტეტი“
  • იმერეთი, გორდი - 20 ივლისი
  • 14:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - ანიმატორების გასართობი პროგრამა და საბავშვო აქტივობები
  • 14:00 – ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია/კულინარიული კუთხე
  • 14:00 – DJ LEVI LOVE DISCO
  • 14:00 – ბარი - „ლუდსახარში ოკაცე“
  • 15:00 - შეფ ნუცა ცისკარიშვილის მიერ იმერული კერძების მომზადება
  • 15:00 - შეფ გიორგი მანჯავიძის მიერ იმერული კერძების მომზადება
  • 16:00 - დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 17:00 - ბენდი „ურსა“
  • 18:00 - ბენდი „ოჩოს ქოხი“
  • 19:00 - DJ LEVI LOVE DISCO
  • 20:00 - მთხრობელი კოცონთან: ზურა გორგაძე
  • 20:00 - სიმღერა კოცონთან: „ჩვენი კვარტეტი“

ლეჩხუმი, ცაგერი - 20 ივლისი

  • 14:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • 14:00 - ანიმატორები, სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული აქტივობა
  • 14:00 - ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია
  • 15:00 – DJ HORG
  • 16:00 - სპორტული თამაშები ახალგაზრდებისთვის
  • 16:00 - ცხენებით გასეირნება
  • 19:00 - დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“
  • 20:00 - ბენდი NEW ONE
  • 21:30 - კოცონთან სიმღერა „ტრიო აპრილია“