1766217780
„ნიგერიელი პრინცი“, ფიშინგი, პირამიდა და... - როგორ დავიცვათ თავი ონლაინ-თაღლითებისგან
ბოლო რამდენიმე წელია ინტერნეტში მომრავლდა ონლაინ თაღლითობები და ხშირად, ისინი ისეა მოწოდებული, ძნელად თუ მიხვდებით, რომ გატყუებენ.
თაღლითობის რამდენიმე შემთხვევა იმდენად სკანდალური იყო, რომ მათზე ცნობილი გამოცემები წერდნენ. მაგალითად: ნიგერიელი პრინცების თაღლითობა, ონლაინ ფიშინგი და ა.შ.
წარმოგიდგენთ ონლაინ თაღლითობის მაგალითებს:
“ონლაინ ვიქტორინები“
გსურთ იცოდეთ, რომელი დისნეის პრინცესა ხართ? როგორი IQ გაქვთ? - დარწმუნებული ვარ ხშირად შეგხვედრიათ არსადიან გაჩენილი ქვიზები, რომლებიც ლამაზი შეფუთვით გიზიდავთ. თუ დააწკაპებთ, შესაძლოა, თქვენი პირადი მონაცემების გასაჯაროებაც კი მოგიწიოთ.
თაღლითური ვიქტორინები და გამოკითხვები აგროვებს პირად ინფორმაციას მავნე მიზნებისთვის. ეს ვიქტორინები შეიძლება გამოყენებულ იქნას ფიშინგისთვის, ამიტომ მოერიდეთ პირადი მონაცემების გაზიარებას დაუდასტურებელ ვებსაიტებზე.
ფიშინგი
ყურადღება მიაქციეთ ბანკებისა და ელექტრონული ფოსტის პროვაიდერებისგან გამოგზავნილ ყალბ ელექტრონულ ფოსტებს, რომლებიც ითხოვენ პირად ინფორმაციას, როგორიცაა პაროლები ან საკრედიტო ბარათის დეტალები.
ზოგიერთი თაღლითი თავს Netflix-ის მსგავს სერვისებად ასაღებს და ცდილობს თქვენი პერსონალური მონაცემების მოპარვას. უსაფრთხოების მიზნით, ყურადღებით შეამოწმეთ ელ.ფოსტა ოფიციალური ლოგოებისა და ვებსაიტების მისამართების აღმოსაჩენად და არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე.
წინასწარი საკომისიო
ფრთხილად იყავით თაღლითებისგან, რომლებიც დიდ ჯილდოს ან სარგებელს გთავაზობენ იმ შემთხვევაში, თუ საკომისიოს წინასწარ გადაიხდით.
სამწუხაროდ, გადახდის შემდეგ დაპირებული ჯილდო ქრება. ნამდვილი ორგანიზაციები არასდროს ითხოვენ თანხას პრიზის მისაღებად.
“ნიგერიელი პრინცები“
“ნიგერიელი პრინცების“ თაღლითობა ცნობილი შემთხვევაა, როდესაც ელექტრონული ფოსტით, ადამიანი თავს სამეფო ოჯახის წევრად ან მაღალი თანამდებობის პირად ასაღებს და დიდი თანხის გადარიცხვაში დახმარებას ითხოვს.
მსხვერპლს საბანკო ინფორმაციის მიწოდება სთხოვენ და შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა მთავრდება.
ონლაინ შოპინგის თაღლითობები
ზოგიერთი მაღაზია მიმზიდველ შეთავაზებებს გთავაზობთ პროდუქტებზე, რომლებიც შესაძლოა, არ არსებობდეს.
ბევრი მომხმარებელი მოტყუვდა. მათ ცნობილი ბრენდების სახელებით პროდუქციას დაბალ ფასში სთავაზობდნენ და შედეგად გაწბილებულები დარჩნენ. სანამ რაიმეს შეიძენთ, კარგად გამოიკვლიეთ ვებსაიტის წარმომავლობა.
ტექნიკური მხარდაჭერის თაღლითობები
ფრთხილად იყავით ტექნიკური მხარდაჭერის თაღლითების მიმართ, რომლებიც თავს ისეთი ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებად ასაღებენ, როგორიცაა Microsoft ან Apple. მათ შეიძლება მოგთხოვონ თქვენს კომპიუტერზე დისტანციური წვდომა მონაცემების მოსაპარად.
არ მისცეთ დისტანციური წვდომა დაუპატიჟებელ აბონენტებს.
რომანტიკული სკამერები
“მოსიყვარულე“ თაღლითები ქმნიან ყალბ ონლაინ პერსონებს, ამყარებენ ემოციურ კავშირებს მსხვერპლთან და როდესაც თავს შეაყვარებენ, იყენებენ მათ ნდობას ფულის ან საჩუქრების სათხოვნელად.
მოერიდეთ პირადი ან ფინანსური ინფორმაციის გაზიარებას იმ ადამიანთან, ვისაც პირადად არ შეხვედრიხართ.
საინვესტიციო თაღლითობები
საინვესტიციო თაღლითობები, როგორც წესი მაღალი შემოსავლის გარანტიას გაძლევთ დაბალი რისკის სანაცვლოდ.
“ბერნი მედოფ პონცის“ სქემა ისტორიაში საინვესტიციო თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია, რამაც ინვესტორებს მილიარდობით დოლარი დააკარგვინა.
მნიშვნელოვანია ინვესტირებამდე ჩატარდეს ვრცელი კვლევა, მიმართოთ ფინანსურ ექსპერტს და გადაამოწმოთ საინვესტიციო შესაძლებლობების ლეგიტიმურობა.
პირამიდული სქემები
პირამიდული თაღლითობები ისეთივე ძველია, როგორც დრო. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები ჩართონ სხვების მოზიდვის სქემაში, მაღალი შემოსავლის დაპირებით. თუმცა, ეს „ბიზნეს გეგმა“ მდგრადი არ არის და თქვენ ოდესღაც ყველაფერს დაკარგავთ.
კრიპტოვალუტის თაღლითობები
კრიპტოვალუტის სკამერები ადამიანებს სწრაფი მოგების სანაცლოდ ციფრულ ვალუტებში ინვესტირებას აიძულებენ, თუმცა ყველაფერი ტყუილია.
ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია Bitconnect Ponzi-ს სქემა, რომელმაც მოტყუებით მიითვისა ინვესტიციებიდან მიღებული მაღალი შემოსავალი.
მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიცია ჩადოთ მხოლოდ კარგად დამკვიდრებულ კრიპტოვალუტებსა და პლატფორმებში.



