ქუთაისის აეროპორტში ბარგის რეგისტრაცია უკვე პერსონალის დახმარების გარეშე არის შესაძლებელი

kutaisis-aeroporti

ქუთაისის აეროპორტმა ბარგის ჩაბარების თვითმომსახურების სისტემა დანერგა. ინფორმაციას 34travel ავრცელებს.

მგზავრებს ბარგის რეგისტრაცია პერსონალის დახმარების გარეშე შეუძლიათ. საკმარისია მხოლოდ ჩასხდომის ბარათის დასკანირება და ლენტზე ბარგის დადება.

ახალი სერვისი უკვე ყველა რეისისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლის ამოცანაც რეგისტრაციის პროცესის დაჩქარება და აეროპორტში ყოფნის კომფორტულობაა.

ამასთან, ქუთაისის აეროპორტში ახალი, 3.5-კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტმა აეროპორტი ავიაციის რეგიონულ ჰაბად უნდა აქციოს, რომელიც უფრო მეტი საერთაშორისო რეისის მიღებას შეძლებს.

bpn.ge