1739176427
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
![ქუთაისის აეროპორტი ქუთაისის აეროპორტი](https://m2b.ge/uploads/files/2024/03/29/2524/qutaisis-aeroporti_w_h.jpeg)
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა.
უფრო კონკრეტულად კი, დ. აღმაშენებლის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა.
პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
1739180140
საერთაშორისო რეზერვების 14.4% მონეტარულ ოქროზე მოდის - როგორია სავალუტო რეზერვების მოცულობა2025 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები წლიურ ჭრილში 24%-ით, მთლიანი რეზერვების მოცულობა კი 8.7%-ით შემცირდა.კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 423.103 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1.050 მლრდ დოლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.853 მლრდ დოლარს შეადგენდა, წელს კი 4.430 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვების მოცულობა კი 4.386 მლრდ დოლარიდან 3.336 მლრდ-მდე შემცირდა.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.510 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 826.3 მლნ დოლარს ინახავს.რაც შეეხება ოქროს რეზერვების მოცულობას, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით 639.612 მლნ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი რეზერვების 14.4%-ია.
1739180024
Nestlé უკრაინაში ბიზნესის განვითარებისა და ქარხნების მოდერნიზაციისთვის 250 მლნ დოლარამდე ინვესტიციას გეგმავსწელს შვეიცარიული კორპორაცია, Nestlé უკრაინაში კომერციული საქმიანობისთვის, კერძოდ, საცალო ქსელებში პროდუქციის პოპულარიზაციისთვის 8 მლრდ გრივნის (192,3 მლნ დოლარის) ინვესტირებას გეგმავს. ასევე 1,5 მლრდ გრივნას (36 მლნ დოლარს) პროდუქციის გასაუმჯობესებლად თავისი ქარხნების მოდერნიზებაში დახარჯავს.ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ალესანდრო ძანელიმ განაცხადა, რასაც “ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.მისი თქმით, Nestlé უკვე ექვსი თვეა, ვოლინის ოლქში ახალი ქარხნის ამოქმედებას აჭიანურებს, რისი მიზეზიც საჰაერო თავდასხმის მუდმივი საფრთხე, ასევე, მშენებლებისა და მუშახელის დეფიციტია. თუმცა ქარხნის გახსნა მიმდინარე წლის მარტში მაინც არის დაგეგმილი.ალესანდრო ძანელი ამბობს, რომ ამჟამად უკრაინაში ინფლაციის გამო შესყიდვის ოპერაციების, დაახლოებით, 50-55% სააქციო ფასებში ხდება და საცალო ვაჭრობის მრავალი ქსელი, ვიზიტორთა ნაკადის გენერირების მიზნით, მწარმოებლებს მეტი სარეკლამო კამპანიის ჩატარებისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ Nestle-მ უკრაინაში მიმდინარე წლისთვის შესაბამისი ხარჯები გაითვალისწინა.ცნობისთვის: 2023 წელს უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ Nestle ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დაამატა, რადგან კომპანია რუსეთში ოპერირებას, საქონლის მიწოდებასა და საწარმოო ბაზის გაფართოებას განაგრძობდა.Nestlé საკვები და სასმელი პროდუქტების მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც 187 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ოჯახებისთვის და შინაური ცხოველებისთვის პროდუქციისა და მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს და 2000-ზე მეტ სავაჭრო ნიშანს ფლობს.bpn.ge
1739090703
კივის 96%-ის იმპორტი ირანიდან განხორციელდა - როგორი იყო ფასი გასულ წელსსაქართველოში კივის იმპორტი 9%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 1.37 მილიონი აშშ დოლარის 2 443 ტონა კივის იმპორტი, ხოლო წინა წელს 1.32 მლნ დოლარის 2 684 ტონის იმპორტი განხორციელდა.განსხვავებით იმპორტის მოცულობისგან, გაიზარდა კივის საიმპორტო ფასი. გადასახადების გარეშე 1 კგ-ის იმპორტი 2023 წელს 49 ცენტი, ხოლო 2024 წელს 56 ცენტი ჯდებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი 14%-ით არის გაზრდილი.კივის იმპორტი საქართველოში 2024 წელს ძირითადად ირანიდან (96%-იანი წილი) ხორციელდებოდა. გარდა ირანისა, საანგარიშო პერიოდში ხილი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი - 1.21 მილიონი აშშ დოლარის 2 350 ტონა; ნიდერლანდები - 115 ათასი აშშ დოლარის 38 ტონა; თურქეთი - 48 ათასი აშშ დოლარის 55 ტონა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული კივის ექსპორტი 34.6%-ით შემცირდა. 2024 წელს ექსპორტზე 183 ტონა 504 ათასი დოლარის კივი გავიდა, ხოლო 2023 წელს 280 ტონა, რომლის ღირებულებამაც 772 ათასი დოლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ფასი უცვლელი დარჩა. უფრო კონკრეტულად, 1 კგ ქართული კივის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.75 დოლარს შეადგენდა.აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ქართული კივის მთავარი საექსპორტო ბაზარი იაპონია იყო, სადაც 502 ათასი დოლარის 181 ტონაზე მეტი ხილი გავიდა. ექსპორტში დარჩენილი წილი კი სომხეთზე მოდიოდა (1.9 ათას დოლარზე მეტის 2.2 ტონა).
1739090612
საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსი ყველაზე ძვირია - როგორია ტარიფები სხვა ქვეყნებშიNumbeo-მ 98 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.29 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ფილიპინებზეა და 26 ცენტს უტოლდება.5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 4.29 დოლარი; ლუქსემბურგი - 3.67 დოლარი; ქუვეითი - 3.24 დოლარი; მავრიკი - 3.21 დოლარი; ალბანეთი - 3.13 დოლარი. ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია: ფილიპინები - 26 ცენტი; მოლდოვა - 27 ცენტი; ინდოეთი - 28 ცენტი; უზბეკეთი - 30 ცენტი; ეგვიპტე - 30 ცენტი. რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 72-ე ადგილზე მოხვდა. მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 72 ცენტს შეადგენს. რეგიონის ქვეყნების მონაცემები კი ასე გამოყურება: თურქეთი - 77-ე ადგილი, 64 ცენტი; აზერბაიჯანი - 80-ე ადგილი, 59 ცენტი; რუსეთი - 92-ე ადგილი 31 ცენტი.
1739015220
ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად ბაიდენმა და ჰარისმა 10 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს - ამერიკელი კონგრესმენიაშშ-ის კონგრესის წევრი ნენსი მეისი აცხადებს, რომ მხოლოდ გასულ წელს ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად აშშ-ის ხელისუფლებამ 10 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. ინფორმაციას FoxNews ავრცელებს.მისი თქმით, ეს არის საბიუჯეტო თანხების, ანუ ამერიკელ გადამხდელთა ფულის არამიზნობრივი ხარჯვის ერთ-ერთი მაგალითი.„პროექტმა Coat Waste Project დაადგინა, რომ გასულ წელს გადამხდელების ფული, 10 მლნ აშშ დოლარი ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად დაიხარჯა. ეს იყო საკმაოდ მტკივნეული ექსპერიმენტები, რომლებიც ხშირად ცხოველის დაღუპვით მთავრდებოდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების ლაბორატორიებში ცხოველებს ოპერაციებს და ჰორმონალურ თერაპიას უტარებდნენ,“ - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.მეისის თქმით, ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციას ისე სურდა თავისი რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის გავრცელება აშშ-ის საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე, რომ ქირურგიული გზით ცხოველთა სასქესო ორგანოების მუტაციას ახორციელებდნენ. ამაზე ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მილიონობით დოლარი დაიხარჯა.ნენსი მეისი ამბობს, რომ კვლევები ისეთ თემებსაც კი ეხებოდა, თუ როგორ მოქმედებს ტესტოსტერონის ჭარბი დონე მდედრი ვირთხების სურვილზე, რომ მათი გაუპატიურება მოხდეს.ამერიკელი კონგრესმენი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში ცხოველებზე ექსპერიმენტებზე ყოველწლიურად 20 მლრდ. აშშ დოლარი იხარჯება.