ტრამპმა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

მსოფლიო 1738826747
ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერ სპორტსმენებს ეკრძალებათ ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

„ამ განკარგულებით ქალების სპორტთან ომი დასრულებულია“, - განაცხადა ტრამპმა.

ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებასაც იმ სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ტრანსგენდერებს ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას მისცემენ.