1741781907
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 7 თებერვალს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7940 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9010 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7900 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7850 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.8850 ლარად, გაყიდვა კი 2.8750 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7880 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7830 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 2.8830 ლარად, ხოლო გაყიდვა - 2.8750 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7900 ლარად, გაყიდვა კი - 2.7800 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.8900 ლარად, გაყიდვას კი - 2.8700 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7900 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.8800 ლარად, გაყიდვა კი 2.8400 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
1741770720
რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 60%-ით გაიზარდარუსეთის ფედერალური ბიუჯეტის წლის დასაწყისიდან დაგროვილი დეფიციტი თებერვლის ბოლოსთვის, თითქმის, 60%-ით გაიზარდა, რაც ხარჯების მკვეთრმა ზრდამ და ნავთობ-გაზის შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია. ამის შესახებ ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს წინასწარ მონაცემებში წერია.წლის პირველი ორი თვის შედეგების მიხედვით, ხარჯმა შემოსავალს 2,7 ტრლნ რუბლით (დაახლოებით, 31,3 მლრდ დოლარით), ანუ მშპ-ის 1,3%-ით გადააჭარბა, მაშინ, როცა ბიუჯეტში წლიური დეფიციტი 1,17 ტრლნ რუბლით (დაახლოებით, 13,6 მლრდ დოლარით), ანუ მშპ-ის 0,5%-ით არის გათვალისწინებული.იანვარში ბიუჯეტი 1,7 ტრლნ რუბლის (დაახლოებით, 19,8 მლრდ დოლარის) დეფიციტით, ანუ მშპ-ის 0,8%-ით შესრულდა. ამდენად, თებერვალში ხაზინაში არსებული ხვრელი შესაძლოა, 995 მლრდ რუბლს (დაახლოებით, 11,5 მლრდ დოლარს) შეადგენდეს.ორ თვეში დეფიციტი 2,5-ჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო, როცა მან 1,13 ტრლნ რუბლი (დაახლოებით, 13,1 მლრდ დოლარი), მშპ-ის 0,6% შეადგინა.სახაზინო ხარჯმა წლის დასაწყისიდან 8,05 ტრლნ რუბლს (დაახლოებით, 93,4 მლრდ დოლარს) მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30,6%-ით გაიზარდა. იანვარ-თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ წლიური ხარჯის ასიგნებების ანუ 41,47 ტრლნ რუბლის (დაახლოებით, 481,3 მლრდ დოლარის), თითქმის, მეხუთედი დახარჯა.ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც მოსკოვმა უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს დეფიციტი 3 ტრლნ რუბლამდე (დაახლოებით, 34,8 მლრდ დოლარამდე), ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 2%-მდე გაეზარდა, რასაც ფინანსთა სამინისტრო შიდა სესხებითა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ფარავს. ამ ფონდის ლიკვიდური ნაწილი ამ დროის განმავლობაში ორი-მესამედით შემცირდა. წელს ფინანსთა სამინისტრო ხაზინაში არსებული ხვრელის შემცირებას ბიზნესისა და მოქალაქეების გადასახადების ზრდით, ასევე, სოციალური დანახარჯების რეალური შემცირებით გეგმავს.თუმცა ნავთობზე ფასების დაცემამ შესაძლოა, ხელისუფლების გეგმებს ხელი შეუშალოს. ნავთობის ფასი 2021 წლის ბოლოდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. კერძოდ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თებერვალში Urals-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 61,69 დოლარი იყო, მაშინ, როცა ბიუჯეტი ბარელზე 69,7 დოლარის პროგნოზის საფუძველზე არის შედგენილი.ამასთან, Urals-ის რუბლის ფასი თებერვალში საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვისას დადგენილ ორიენტირზე, თითქმის, 15%-ით დაბალი იყო.შედეგად, ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს, ორი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით, 1,56 ტრლნ რუბლამდე (18,1 მლრდ დოლარამდე) შემცირდა.ფინანსთა სამინისტრო აღიარებს, რომ თუ ნავთობის ამჟამინდელი ფასი ბარელზე, დაახლოებით, 60 დოლარზე დარჩება, მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტმა შესაძლოა, დაგეგმილ პარამეტრებს გადააჭარბოს.bpn.ge
1741765698
„იაფი რძის ფხვნილი ხელს უშლის ნედლი რძის წარმოებას - შესაძლოა, დროებითი გადასახადები გახდეს საჭირო“„რძის ფხვნილი შემოდის ქვეყანაში დაბალ ფასად და ხელს უშლის ნედლი რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას“, - ამის შესახებ „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.მისი თქმით, ბაზარზე არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად რძის ფხვნილის იმპორტზე შესაძლოა, დროებითი საფასურის შემოღება გახდეს საჭირო.„რძის ფხვნილი შემოდის ქვეყანაში დაბალ ფასად და ხელს უშლის ნედლი რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. გარდა ამისა, ბაზარზე ადგილი აქვს ფალსიფიკაციას - ფხვნილით კეთდება ის პროდუქტები, რომელიც მხოლოდ ნედლი რძით უნდა იწარმოოს.შეიძლება ფხვნილზეც გახდეს საჭირო დროებით საფასურის შემოღება, რომ კონკურენციაში შევიდეს ნედლ რძესთან და ფალსიფიკატორებს აღარ ჰქონდეს საშუალება, რომ მომხმარებლები შეიყვანონ სიცრუეში და არაჯანსაღი პროდუქტი მიაწოდონ მას, რადგან არაეტიკეტირებული პროდუქცია, იცით რომ საფრთხის შემცველია.ცვლილება შედის ძალაში, 10 მილიონამდე იზრდება 7-წლიანი სესხები მერძევეობის მიმართულებით, რისი პროცენტის ნაწილსაც სახელმწიფო დააფინანსებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნედლი რძის 70%-იანი დეფიციტია, მაინც იზრდება ინდუსტრია და საჭიროებს ჩარევას, რათა ფალსიფიკაცია დარეგულირდეს“, - აღნიშნავს ბენიაიძე.რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ახლა სეზონიდან გამომდინარე წარმოება შემცირებულია.„ამ პერიოდში, სეზონურობიდან გამომდინარე, წარმოება მცირდება. იცით რომ, 400 ათასი ფურია ქვეყანაში, გაზაფხულზე იგებენ და მარტიდან თანდათან დაიწყება წველა. ამ პერიოდამდე რძე ყველაზე დეფიციტურია ადგილობრივ ბაზარზე. სეზონურობა მოქმედებს ქვეყანაზე, რადგან არ გვაქვს ორგანიზებული ფერმები, რომელიც წლიდან წლამდე უზრუნველყოფს ერთი და იმავე რაოდენობის რძის ნაწარმის წარმოებას“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში რძის წარმოება შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს ქვეყანაში 584.3 მლნ ლიტრი რძე იწარმოვა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 570.7 მლნ ლიტრამდეა შემცირებული.ამ ყველაფრის ფონზე კი იზრდება იმპორტი. კერძოდ, საქართველოში 2025 წლის იანვარში წლიურად რძისა და ნაღების იმპორტი გაორმაგდა. ასე მაგალითად თუ 2024 წლის იანვარში 913 ტონის (1.14 მილიონი დოლარის ღირებულების) იმპორტი განხორციელდა, წელს იმავე პერიოდში 1 835 ტონა (1.85 მილიონი დოლარის) რძე და ნაღები შემოვიდა ქვეყანაში.რაც შეეხება რძის ფხვნილის იმპორტს, ამავე პერიოდში 75%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის იანვარში იმპორტირებულია 3.21 მილიონი დოლარის 1 367 ტონა რძის ფხვნილი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიონი დოლარის 782 ტონა.bpn.ge
1741757460
თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტროენერგია?თბილისში, დღეს - 12 მარტს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა გოგიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას III, IV, VI კვარტალების, ქავთარაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას ქუჩის მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, მეორე ხეივნის და ცოლიკაურის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1741756800
12 მარტი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასების გადმონაცვლებით.დღეს, საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით - 1, +4°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +15, +20°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +10, +15°.სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°;ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°;ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°;ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°;ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°;ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°;ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;გორი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;ცხინვალი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +23°;მარნეული: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°;რუსთავი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°;ახალციხე: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;ბორჯომი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;ბაკურიანი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +14°;სტეფანწმინდა: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +10°;თელავი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°.
1741684222
ტრამპის ქონება ერთ დღეში $300 მილიონით შემცირდააშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონების წმინდა ღირებულება ორშაბათს თითქმის $300 მილიონით შემცირდა. ეს მისი კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების 11%-ზე მეტით გაუფასურებამ და ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლამ განაპირობა.დონალდ ტრამპის ქონება 10 მარტის საღამოს 296 მილიონი დოლარით დაეცა და 4.6 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან, როდესაც მისი სიმდიდრე Trump Media-ს აქციების გაძვირების ფონზე გაიზარდა, ტრამპი 2.4 მილიარდი დოლარით არის გაღარიბებული.ამ შემთხვევაშიც, აშშ-ის პრეზიდენტის სიმდიდრის ცვლილება Trump Media-ს უკავშირდება. კერძოდ, კომპანიის აქციების ფასის 11.4%-ით შემცირებას, რის შემდეგაც ერთი აქციის ფასმა $19,92-მდე შეადგინა. ეს გასული ხუთი თვის განმავლობაში Trump Media-ს აქციების ყველაზე დაბალი სავაჭრო ფასია.საერთო ჯამში, Trump Media-ს აქციების ფასი 2025 წელს 41%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში აქციების ღირებულება $34,02-მდე აღწევდა.Trump Media-ს აქციების ღირებულების ვარდნა საფონდო ბირჟებზე ფასების შემცირების პარალელურად მოხდა – S&P 500 ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა, Nasdaq-ი – 4%-ით და Dow Jones Industrial Average – 2.1%-ით შემცირდა. ეს ვარდნა კი ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ დონალდ ტრამპმა კვირას Fox News-თან ინტერვიუში 2025 წელს ქვეყანაში რეცესია არ გამორიცხა.