1767596644
რა ქონებას ფლობს დონალდ ტრამპი - Bloomberg-ის და Forbes-ის რეიტინგები
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპი ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. მისი ქონება Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, 6.49 მლრდ დოლარს შეადგენს. ის რეიტინგში 479-ე ადგილზეა.
რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგს, აქ დონალდ ტრამპი 549-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. მისი ქონება Forbes-ს 6 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული.
1767602744
რა ქონებას ფლობს ნიკოლას მადურო, რომელიც ოდესღაც ავტობუსის მძღოლი იყონიკოლას მადურომ, რომელიც თითქმის 12 წელია ვენესუელას პრეზიდენტია, მმართველობა მოულოდნელად დაასრულა.შეგახსენებთ, მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს და ნიუ-იორკის ციხეში გადაიყვანეს.რაც შეეხება მის ქონებას, 63 წლის მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის, წმინდა ქონების შეფასება შეზღუდული ინფორმაციის გამო ბუნდოვანია. „ცნობილი ადამიანების წმინდა ქონების“ მიხედვით, მადუროს წმინდა ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ფლორესის წმინდა ქონება 2-დან 5 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ეს შეფასებები საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებსა და აღრიცხულ აქტივებს ეფუძნება.ცნობისთვის, წლების წინ მადურომ კარაკასის მეტროპოლიტენის სისტემაში ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. თანდათან ის პროფკავშირებში ჩაერთო. ამან ის პოლიტიკაში გაიყვანა და ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის, უგო ჩავესის, ახლო მოკავშირე გახდა.2013 წელს ის დაქორწინდა ქვეყნის წამყვან იურისტსა და პოლიტიკოსზე, სილია ფლორესზე, რომელიც ვენესუელას ეროვნული ასამბლეის წევრი იყო, ხოლო 2006 წელს მისი პრეზიდენტი გახდა. 2006 წლიდან 2013 წლამდე მადურო ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2013 წელს ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ის სამხრეთ ამერიკული ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.2024 წელს ის მესამედ აირჩიეს პრეზიდენტად.შეგახსენებთ, მადუროს მთავრობას არაერთხელ დასდეს ბრალი ფართოდ გავრცელებულ კორუფციაში, მათ შორის ბრალდებებში, რომ მაღალი თანამდებობის პირები ნავთობიდან მიღებული შემოსავლის მილიარდობით დოლარს კრიმინალური ქსელების მეშვეობით ითვისებდნენ. მის ადმინისტრაციას აშშ-მა და სხვა ერებმა მკაცრი სანქციები დაუწესეს. 2020 წელს ვაშინგტონმა მას კორუფციასა და სხვა დანაშაულებში ბრალი წაუყენა.მადუროს მომავალ კვირას მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.
1767162346
გარემოს ეროვნული სააგენტო - 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახითგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.მათივე ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1767082215
ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაშიდღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მექანიზმი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია.მექანიზმი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას: შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვრის შემცირებას. ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე.როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე.ამასთან, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.ევროკომისიის მიერ მომზადებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.ევროკომისიის ანგარიში მოიცავს 64 ქვეყანასა და ტერიტორიას, რომლებთანაც ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს – დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, აღმოსავლეთ კარიბის და ლათინური ამერიკული ქვეყნები.1tv.ge
1766811900
27 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -4, +1°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.
1766725440
26 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -4, +1°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.



