რამდენი ლობისტი ჰყავს საქართველოს პარლამენტს

პარლამენტი

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებულია 6 ლობისტი - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, პარლამენტში დასაქმებული ლობისტების ანაზღაურებაზე დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

„2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი არ განხილულა.

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტი რეგისტრირებულ ლობისტებზე გაცემული თანხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ პარლამენტში.