რომელი მარკის ავტომობილები ჰყავთ საქართველოში ძირითადად - ტოპ-10 ბრენდი

ავტომანქანების გადმოყვანა

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 21 340-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, წლევანდელი მაჩვენებლით, საქართველოში 1 701 776 ავტომობილია, გასულ წლის ბოლოსთვის კი 1 680 436 ავტომობილი იყო.

რაც შეეხება წინა წლების მდგომარეობას, 2022 წელს 1 563 165 მანქანა იყო რეგისტრირებული, 2021 წელს - 1 490 263, 2020 წელს - 1 404 471, 2019 წელს - 1 339 281, 2018 წელს - 1 289 014 და ა.შ.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ბოლო მონაცემებით ბრენდებს შორის ჭარბობს, MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილები, რომელზეც მთლიანი ავტოპარკის 13% მოდის, შემდეგია და TOYOTA -11%-ით და FORD – 10%-ით.

გთავაზობთ, ტოპ-10 ავტომობილის მარკას, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით არის საქართველოში რეგისტრირებული:

  • MERCEDES-BENZ – 213 144
  • TOYOTA – 181 940
  • FORD – 162 247
  • VAZ – 153 739
  • OPEL – 146 793
  • BMW – 80 076
  • VOLKSWAGEN – 73 199
  • NISSAN – 68 752
  • HONDA – 66 029
  • MITSUBISHI – 54 552