1766990975
რუსული Miyagi, ნინო ჩხეიძე, ჯგუფი "მირაჟი" - ვის უსმენდნენ საქართველოში 2025 წელს (TOP10)
საქართველოში 2025 წელს ყველაზე პოპულარული შემსრულებელი რუსული ჰიპ-ჰოპ დუეტი Miyagi & Andy Panda იყო.
დუეტმა, რომელიც 2013 წელს ჩამოყალიბდა და რუსული R&B სცენის პროექტად ითვლება, იუთუბზე საქართველოდან წელს 35,7 მლნ ნახვა მოაგროვა.
იუთუბ სტატისტიკა, რომელიც ლოკაციის მიხედვით აჯამებს, რომელ რეგიონში ვის უსმენდნენ წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად, მოწმობს, რომ პოპულარული არტისტების სიაში მეორე ადგილს ჭოხოები - 25.7 მლნ ნახვით იკავებენ.
უფრო კონკრეტულად, ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 10 ყველაზე პოპულარული შემსრულებელი იყო:
- Miyagi & Andy Panda - 35.7 მლნ ნახვა;
- ჭოხოები - 25.7 მლნ ნახვა;
- ჯგუფი "მირაჟი" - 22.4 მლნ ნახვა;
- დუეტი "ლეონი" - 20.9 მლნ ნახვა;
- IV დასი - 19.8 მლნ ნახვა;
- ჯგუფი "33ა" - 19.5 მლნ ნახვა;
- ნინო ჩხეიძე - 18.3 მლნ ნახვა;
- ნიაზ დიასამიძე - 17.2 მლნ ნახვა;
- ზურა ბენიაიძე - 16.1 მლნ ნახვა;
- ჯგუფი "ურსა" - 16 მლნ ნახვა.



