1733738781
საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - რას წერენ სხვადასხვა გამოცემები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე
საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. თბილისში წუხელ მომხდარ მოვლენებზე წერენ Guardian, CNN, AP, euronews და სხვები.
"მას შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებზე 2028 წლამდე აჩერებს, თბილისში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი მომიტინგეების დასაშლელად, მომიტინგეები ყვიროდნენ "რუსებო", "მონებო" - ასე აღწერს "გარდიანი" ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის პროევროპელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა დაადანაშაულა საკუთარი ხალხისთვის "ომის“ გამოცხადებაში. სტატიაში აღწერილია მომენტი, როცა პრეზიდენტი სპეცრაზმთან მივიდა და ჰკითხა სპეცრაზმელებს "ემსახურებიან საქართველოს, თუ რუსეთს"."საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან ბოლო თვეებში მკვეთრად გაუარესდა, რადგან ბრიუსელი ამტკიცებდა, რომ მთავრობამ ავტორიტარულ ზომებს მიმართა და პრორუსული პოზიციები მიიღო.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ არ არის პრორუსული და დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციის ერთგულია.
სამხრეთ კავკასიის 3,7 მილიონიან ქვეყანას აქვს კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირში გაწევრება მიზნად მიზანი და დიდი ხანი იყო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა შორის ყველაზე პროდასავლური.
ურთიერთობების გაუარესების შემდეგ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს განაცხადი გაწევრიანებაზე გაყინული იყო", - წერს "გარდიანი".
თბილისში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს "დოიჩე ველე".სტატიაში გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გაცხადებული აქვს, რომ ევროკავშირთან დაახლოება და ევროინტეგრაცია სურს.
"ქართული ოცნების" უცხოელი და ადგილობრივი კრიტიკოსები ამბობენ, რომ პარტია, რომელსაც მისი მილიარდერი დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აბრუნებს საქართველოს უკან, მოსკოვისაკენ", - ამის შესახებ CNN წერს.
bpn.ge