საქართველო VS უკრაინის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

ბათუმის სტადიონი

საქართველო - უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ბილეთები ონლაინ TKT.GE-ზე იყიდებოდა და მისი  ფასი 10, 30 და 50 ლარი იყო. ამ დროისთვის ვებგვერდზე ბილეთები აღარ იძებნება,  ყველა ბილეთი ორ საათში გაიყიდა.

შეგახსენებთ, ბათუმის სტადიონის ტევადობა 20 000-ია. 

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეხუთე მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე გამართავს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე, B1 ჯგუფში უკრაინის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩვენი გუნდი ამ დროისთვის, 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

წყარო: lagazzetta.ge