საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

რკინიგზა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge

სწრაფი გადახდის აპარატებით;

საქართველოს რკინიგზის სალაროებში;

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.