საქართველოში საწვავი ისევ გაიაფდა - როგორია ფასები ბენზინგასამართ სადგურებზე

ავტომობილში საწვავის ჩასხმა

საქართველოში საწვავი ისევ გაიაფდა. უფრო კონკრეტულად, ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასი 6 თეთრით შემცირდა.

ბრენდული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ფასების ცვლილება უკვე აისახა, ნაწილის შემთხვევაში კი ღირებულება ამ დრომდე უცვლელი რჩება.

გთავაზობთ, რა ღირს საწვავი ამ ეტაპზე ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე:

Socar (ფასები უცვლელი დარჩა):

  • ნანო სუპერი - 3.50 ლარი;
  • ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი - 2.93 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი.

Gulf (გაიაფდა 6 თეთრით):

  • G-Force სუპერი - 3.37 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 2.97 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 2.87 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.77 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 2.93 ლარი.

Rompetrol (უცვლელი დარჩა):

  • Efix სუპერი - 3.50 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი - 3.09 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.89 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.03 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.93 ლარი.

Wissol (გაიაფდა 6 თეთრით):

  • ეკო სუპერი - 3.39 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 2.97 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.83 ლარი;
  • ეკო დიზელი - 2.91 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 2.78 ლარი.

Portal (გაიაფდა მხოლოდ ევრო რეგულარი):

  • პრემიუმი - 2.79 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.54 ლარი;
  • ევრო დიზელი - 2.69 ლარი.

რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად 61.53 დოლარი განისაზღვრა, რაც 0.54%-იან ზრდაზე მიანიშნებს. Brent-ის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი ზრდამ 0.53% შეადგინა და ბარელზე 64.78 დოლარს გაუტოლდა.