თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის ბიუჯეტი 5 მლნ ლარით იზრდება - მთავრობის განკარგულება

მეტრო

თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტს 5 მლნ ლარით იზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულებაში.

ცნობისათვის, 2025 წლის ივლისში საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად გამოვლინდა "ჯი-თი ჯგუფი", რომელიც თბილისის მერიას 150 მილიონ ევროდ 14 ერთეულ 4-ვაგონიან და 11 ერთეულ 5-ვაგონიან შემადგენლობებს მოაწვდის, ჯამში 111 ვაგონს. აღნიშნულ ვაგონებს ჩინური მწარმოებელი CRRC დაამზადებს. ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ავანსი უკვე ჩაერიცხა, ხოლო ავანსის გარანტიისთვის კომპანიამ 17.630 მლნ ევროს საბანკო გარანტია წარადგინა.

ცნობისათვის, CRRC-მ ახალი ვაგონების მოწოდება 2026 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

პროექტს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) აფინანსებს.