თბილისში, მილიონ კვადრატულ მეტრზე ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება (+ფოტო)

„მწვანე ქალაქი“

თბილისში ახალი „მწვანე ქალაქი“ აშენდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება მილიონ კვადრატულ მეტრზე იგეგმება და ის საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს მოიცავს.

„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით.

ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა პრემიერმა.