თბილისში სასტუმრო IBIS Tbilisi Stadium იყიდება - როგორია ფასი

სასტუმრო

თბილისში, ახალაშენებული სასტუმრო IBIS Tbilisi Stadium იყიდება. SS-ზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროს გასაყიდი ფასი 12 623 000 დოლარს შეადგენს.

4-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრების რაოდენობა 150-ს აჭარბებს. სასტუმროში განთავსებულია ერთადგილიანი, ორადგილიანი და საოჯახო ტიპის ნომრები.

„სასტუმრო ფუნქციონირებს როგორც Ibis-ის ბრენდის სასტუმრო 2022 წლის მაისიდან დღემდე. საერთო ფართი: 5,172 მ². სასტუმრო არის კერძო პარკინგი, რესტორანი, ბარი“, - აღნიშნულია სასტუმროს აღწერაში.