1761119242
თებერვლიდან კვერცხი 3-4 თეთრით გაძვირდება - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

„მომატებული საბაჟო გადასახადის და საწვავის ფასების გამო კვერცხზე და ქათამზე ფასების ზრდა გარდაუვალია“, - ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.
„კვერცხი ჯერ არ გაძვირებულა, მაგრამ პროგნოზი ადვილი გასაკეთებელია. საზღვარზე რიგებია, გადაზიდვები გაძვირდა, რუსეთმა ისევ გაზარდა საბაჟო გადასახადი. ამის გამო კვერცხის გაძვირება, სადღაც, 3-4 თეთრით მოგვიწევს. შემიძლია ვთქვა, რომ ზრდა 4 თეთრზე მეტით არ იქნება,“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელი კვერცხზე ფასის მატებას თებერვლიდან ვარაუდობს. რაც შეეხება ქათმის ფასს, მისი თქმით, ის 2023 წლიდან არ გაზრდილა, ჯერჯერობით არც იგეგმება, მაგრამ საწვავის ფასის ზრდის გამო შესაძლოა ქათმის ფასის კორექტირებაც გახდეს საჭირო.
1761026443

1760953448

1761124332
პუტინის წინააღმდეგ სპეციალურ ტრიბუნალს ევროკავშირის 26 ქვეყანა შეუერთდაუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულებზე შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალში მონაწილეობა ევროკავშირის 27-იდან 26-მა ქვეყანამ დაივალდებულა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ კაია კალასმა განაცხადა, რასაც Deutsche Welle ავრცელებს.„ეს ტრიბუნალის მუშაობის დაწყებასთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს... ეს ომი პუტინის რეჟიმმა დაიწყო და შედეგებზეც პასუხი უნდა აგოს,“ - ხაზგასმით ამბობს კალასი.მისი თქმით, ბრიუსელი ამჟამად ხარჯის შეფასებას, მათ შორის, ნიდერლანდებისგან ელოდება, რის შემდეგაც პროექტზე მუშაობა გაგრძელდება. დაახლოებით, ერთი კვირის წინ ევროკავშირმა სპეციალური ტრიბუნალისთვის 10 მლნ ევრო გამოყო.კალასი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყანა ამბობს უარს ინიციატივაში მონაწილეობაზე, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, ეს უნგრეთი და სლოვაკეთია. მოსკოვი ამთავითვე აცხადებს, რომ სპეციალური ტრიბუნალის ლეგიტიმურობას არ ცნობს და მის გადაწყვეტილებას ბათილად ჩათვლის, ხოლო ამ ორგანოს მუშაობაში ნებისმიერი სახელმწიფოს მონაწილეობას „მტრულ დემარშად“ შეაფასებს.სპეციალური ტრიბუნალი ოფიციალურ გამოძიებას ჩაატარებს, შეაგროვებს მტკიცებულებებს და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში შეჭრაზე არიან პასუხისმგებელი, ბრალდებებს მოამზადებს. Deutsche Welle-ს წყარომ განუცხადა, რომ ტრიბუნალს განზრახული აქვს, ბრალი, მინიმუმ, 20 ადამიანს წაუყენოს, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.ტრიბუნალი პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გასამართლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ისინი თანამდებობებს დატოვებენ და იმუნიტეტს დაკარგავენ. სასამართლო პროცესი შესაძლოა, დაუსწრებლად ჩატარდეს.ცნობისთვის: სპეციალური ტრიბუნალი, რომელმაც პუტინს მის მიერ დაწყებული ომისთვის პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, 25 ივნისს შეიქმნა. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ და ევროსაბჭომ, რომელიც რეგიონში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მთავარი ორგანოა. ინსტრუმენტი ნიურნბერგის ტრიბუნალის მოდელს ეფუძნება, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტი დამნაშავეები გაასამართლა.bpn.ge
1761026523
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში21 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +20 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან დღეს ელოდებიან სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით +10 გრადუსია იქნება, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
1760768342
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ოქტომბერს საქართველოში18 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +26 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან დღეს ელოდებიან სოხუმშიც. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.მზიანი დღეა ბორჯომშიც, +20 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან ამინდს ელოდებიან გორშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი დღე იქნება, დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მეტწილად მზიან დღეს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
1760685114
“კოლოსალური ციფრებია…” – რა თანხა გამოიმუშავა მატილდა გვარლიანიმ Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე ?NEW YORK, NEW YORK - OCTOBER 15: Mathilda Gvarliani walks the runway for Victoria's Secret Fashion Show 2025 on October 15, 2025 in New York City. (Photo by Kevin Mazur/Getty Images for Victoria's Secret)ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი, Victoria Secret-ის შოუზე მეორეჯერ გამოვიდა.Victoria’s Secret-ის დაბრუნება არა მხოლოდ მოდის მოყვარულთათვის, არამედ ბრენდის ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ცდილობს კვლავ დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც თავდაჯერებულობისა და ქალურობის სიმბოლო, და დაამტკიცოს, რომ თუნდაც წლების შემდეგ, მისი ანგელოზები კვლავ მზად არიან მსოფლიოს პოდიუმი დაიპყრონ.Corestone Model&Talent-ის მფლობელის გაბრიელა პიერანტონის განცხადებით, Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე მოდელებს შეუძლიათ 500-დან 2500-დოლარამდე გამოიმუშაონ. ინფორმაციას marca.com ავრცელებს.აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერმოდელების შემთხვევაში, ანაზღაურება ბევრად მეტს შეადგენს. მაგალითისთვის, სუპერმოდელების ანაზღაურება თითო ჩვენებისთვის 20 ათასი დოლარიდან იწყება.დიდი ალბათობით მატილდა როგორც დამწყებმა, რომელმაც მეორე ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა 800-დან 1200 დოლარამდე გამოიმუშავებდა.
1760592960
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ოქტომბერს საქართველოში16 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.მზიანი ამინდია ოზურგეთში, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიანი დღეა სოხუმშიც. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც უნალექო დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ნალექიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.