TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი იყიდა

ქართული ჩაი

ბოლო მაჩვენებლების მიხედვით ჩაის იმპორტი გაზრდილია. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველომ 783.15 ათასი დოლარის ღირებულების 227.18 ჩაი იყიდა. 2024 წლის იანვარში კი 220.91 ტონა, შესაბამისად ზრდა 3%-ის დონეზეა.

2025 წლის პირველი თვის მაჩვენებლებით, საქართველოში ჩაის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, სწორედ მასზე მოდის იმპორტის 33%-ი. მეორე ადგილზე კი შრი-ლანკაა.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ჩაი იყიდა:

  • თურქეთი - 76.07 ტონა,
  • შრი-ლანკა - 39.55 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 30.85 ტონა,
  • რუსეთი - 27.61 ტონა,
  • ირანი - 25.16 ტონა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2024 წელს საქართველომ 9,438.18 ათასი დოლარის ღირებულების 2,196.91 ტონა ჩაი იყიდა. 2024 წლის მაჩვენებლებით ჩაის იმპორტი 6%-ითაა შემცირებული. 2023 წელს საქართველომ 2,328.62 ტონა ჩაი იყიდა.