120 მილიარდი დოლარის ზარალი - წლევანდელი სტიქიის შედეგები მსოფლიოსთვის

dedamica

50 მილიარდ დოლარზე მეტი - ამ ოდენობის ზარალი სადაზღვევო კომპანიებმა მარტო 2023 წლის პირველ ნახევარში მიიღეს. მიზეზი - სტიქიური უბედურებებია და ეს ყველაზე შთამბეჭდავი რიცხვია, 2011 წლის პირველი 6 თვის შემდეგ. ამ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს, მისი პირველწყარო კი, სადაზღვევო კომპანია Swiss Re-ია. 

გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის 2/3 ძლიერ წვიმაზე, შტორმს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე მოდის. ამ სტიქიებით გამოწვეული შედეგების ასანაზღაურებლად კომპანიებმა 35 მილიარდი დოლარი გამოჰყვეს (ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსგავსი ხარჯი წელიწადში, საშუალოდ, 18 მილიარდი დოლარი იყო).

ახალ ზელანდიასა და ევროპაში მომხდარი წყალდიდობები, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრები -  ზარალის დიდი წილი ამ მოვლენებზეც მოდის. Financial Times-ის მიხედვით, იმ შემთხვევების ჩათვლით, რომელშიც სადაზღვევო კომპანიები არ ფიგურირებენ, გლობალური ეკონომიკური ზარალი 2023 წლის პირველ ნახევარში 120 მილიარდ დოლარს აჭარბებს.